x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ცუდად მოჭრილი ცხვირი და "ახალი ათეისტი" - რობერტ სტურუა პლასტიკურ ოპერაციაზე

imageრეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პლასტიკური ქირურგიის მომხმარებელ ქალბატონებზე წერს და აღნიშნავს, რომ ე.წ. "პარფიუმერიის კანონს" მიაგნო:
„ნიუტონის ვაშლი, ახალი ათეისტები, და ქირურგია. ამას წინათ, წრიპინა, ცუდად მოჭრილ ცხვირს, ცნობილ "ახალ ათეისტს " წავაწყდი ინტერნეტის ჯურღმულებში... იქვე ცნობილი შანელის მიმდევარი, თბილისის "ბო მონდის" საეჭვოდ გამდიდრებული პრეზიდენტი, ტვინი რომ აურია ისედაც შურით გასიებულ "არისტოკრატულ" მანდილოსნებს, ტუჩებგასიებული მადამი აღმოვაჩინე...- ორივე სათნო დედაკაცი პატრიარქს ლანძღავდა...
აი, მაშინ, როგორც ისააკ ნიუტონმა, ვაშლის თავში დაცემის გამო მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა, მეც, მაგრამ ყოველგვარი ხილბოსტნეულის გარეშე, ქალების სახის ოპერაციის კანონს მივაგენი!
აი, ისიც:
"ყოველი სახის ან ტანის ოპერაციის შემდეგ ( ცხვირი, ყური, ტუჩი, გავა თუ გუგა ) ქალის სულს რაღაც აკლდება: ან ზრდილობა, ან სიკეთე, ან ტვინის უჯრედები, ან ის შეუცნობი რამ, რაც ქალს ქალად აქცევს ! "
მართალია, ამ ჩემ "პარფუმერიის კანონს"(ასე დავარქვი მას) გამონაკლისებიც ახლავს, მაგრამ, არსებობს კი სამყაროში კანონი - თვით სერ ისააკისაც - მცირე, მაგრამ მაინც საპირისპირო მხარე რომ არ აღმოუჩინო?! ამიტომ ნუ ვლანძღავთ ამ ახალ, რაღაც-რაღაც ნაოპერაციებ ათეისტებს, უბრალოდ შევიბრალოთ. მაინც ადამიანები არიან...


P.შ.
ერთი რამ მაბრაზებს მხოლოდ - დემოკრატიის რეფორმების დორბლიანი დამცველები, რატომ უკრძალავენ რწმენას იმას, ვინც ალალი გულით იწერს პირჯვარს? რატომ დასცინით, ან რატომ სდევნით? ( უეცრად გამახსენდა, ჩვენი უღმერთო სააკას და მისი ამქრების უცნაური პირჯვარი - რომ ვერ გაარკვევდი სამს, თუ ორ თითს უტრიალებდნენ საკუთარ სახეს და მკერდს. თვალებიდან კი ბოროტება იღვრებოდა)“ - წერს რობერტ სტურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

2
69
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
69
  
2015, 22 მაისი, 20:58
გავაზიარე
2015, 21 მაისი, 13:03
G–G
0 1 2