x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვინ გახდა ლათინო ამერიკული ცეკვების ჩემპიონატის გამარჯვებული?
image
16 მაისს, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ლათინო ამერიკულ ცეკვებში. ჩემპიონატში ბევრი საზოგადოებისათვის ნაცნობი თუ უცნობი მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი არავის დაუთმეს სალომე ჭაჭუამ და მაქსიმ რიჟიკოვმა.

მეხუთე ადგილი რევაზ რობაქიცემ და სოფია პეტროვამ დაიკავეს

მეოთხე ადგილი ერგოთ ჯულიანა ბარგნარსა და ოთო ფოლადაშვილს

მესამე ადგილის მფლობელი რატი გაჩეჩილაძე და მისი მეწყვილე გახდნენ.image


შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუას მეწყვილე მაქსიმ რიჟიკოვი გახლავთ. მათ ერთმანეთი მოცეკვავეთა საიტის მეშვეობით გაიცნეს. გოგონა მეწყვილეს ეძებდა, უნდოდა მასზე ბევრად გამოცდილი მოცეკვავე ეპოვნა, საზღვარგარეთ მოღვაწენი კი საქართველოში ჩამოსვლასა და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას თავს არიდებდნენ.

მაქსიმ რიჟიკოვი კი სწორედ ის აღმოჩნდა, ვისთან ცეკვაც სალომესთვის მისაღები იყო. ქართველი მოცეკვავის მტკიცებით, ბედნიერია, რომ მაქსიმი გაიცნო. ყვითელი პრესის მტკიცებით მოცეკვავეებს შორის მეგობრობასა და ურთერთთანამშრომლობაზე მეტი ხდება. სალომემ მეწყვილეს კოკერსპანიელიც აჩუქა და მოცეკვავე ლეკვებით მხოლოდ საყვარელ კაცებს ანებივრებსო.

წყვილის რომანის შესახებ გავრცელებული ინფომაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სალომე ჭაჭუა დაქორწინებული გახლავთ გიორგი ვარდოსანიძეზე. მათ ერთმანეთ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნეს. გიორგი და სალომე ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. წყვილს პრობლემები აქვს, ამას არც თვითონ უარყოფენ და არც მათი საერთო მეგობრები. საზოგადოება კვლავ ელის სალომესა და გიორგის ერთად ხილვას.

ვულოცავთ სალომესა და მაქსიმ რიჟიკოვს საქართველოს ჩემპიონობას.

0
353
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0