საბუნებისმეტყველო კატები. დაკვირვების შედეგები და სტატისტიკა 2015, 19 მაისი, 22:03 1. მსოფლიოში 500 000 000-ზე მეტი კატაა, რომლებიც 33 ძირითად ჯიშად იყოფიან. 2. კატების გულისცემა 2-ჯერ აღემატება ადამიანის გულისცემას (110-140 დარტყმა წუთში). 3. კატების ჯიშებს შორის ყველაზე პატარა, წითური ლაქიანი (Prionailurus rubiginosus) კატა არის. კატების ეს ჯიში ინდოეთში და შრილანკაზე არის გავრცელებული. მათი ზომა, ჩვეულებრივი კატის ზომაზე 2-ჯერ ნაკლებია - დაახლოებით, 15 სმ სიგრძეში, ხოლო წონა 1, 4, კგ არ აღემატება. 4. ყველაზე დიდი კატა, ლომი კი არა, ვეფხვია. ხვადი ვეფხვი, დაახლოებით, 300კგ იწონის და 3 მეტრამდე იზრდება (ამ სიგრძეში, არ შედის, თითქმის, 1 მ.-იანი კუდი). ვეფხვს ერთ ჭამაზე, შეუძლია 40 კგ ხორცის შეჭმა. 5. თაგვებზე მონადირე კატას, წელიწადში 10 ტ. ხორბლის გადარჩენა შეუძლია. ინგლისში კატებს მარცვლეულის ბეღლების და სურსათის საწყობების დასაცავად იყენებენ. მათ ოფიციალურად აყენებენ აღრიცხვაზე, სხვა მომსახურე პერსონალთან ერთად. ინგლისში კატები ბიბლიოთეკებში და მუზეუმებშიც მუშაობენ, ხოლო ავსტრალიაში კატას, რომელიც რამოდენიმე წელი საწყობს იცავდა, პენსიას უნიშნავენ, ხორცისა და რძის ნაწარმის სახით. 6. კატას უყვარს საკუთარი პატრონი და შეუძლია მისი აზრების „წაკითხვა“. თუ პატრონი მოწყენილია, კატას ეცვლება ქცევა და ხასიათი. 7. არასოდეს ასწიოთ კატა ან კნუტი ქეჩოთი. უსაფრთხოდ ამის გაკეთება, მხოლოდ კატას შეუძლია, საკუთარი კნუტების გადაადგილების დროს. 8. კატას ერთდროულად შეუძლია იყოლიოს 1-დან 8 კნუტამდე, ხოლო ერთ ძუ კატას, ცხოვრების მანძილზე, 100 კნუტის გაჩენა შეუძლია. კატების ერთ წყვილის და მათ შთამომავლებს, 7 წლის მანძილზე, შეუძლიათ 420 000 კნუტის გაჩენა. 9. შინაური კატის სიცოცხლის საშუალო ასაკი 15 წელია, ხოლო ველურ ბუნებაში, კატის ჯიშის წარმომადგენლები, 3-5 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ. 10. ყველაზე ხანდაზმული კატა ბრიტანეთში ცხოვრობდა. ის 1939 წ. 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. 11. კატების სხეულის ნორმანული ტემპერატურა 38 გრადუსია. 12. ადამიანები, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ და ნაკლებად ემართებათ სტრესი და გულის შეტევა. 13. კატების უმრავლესობა სახლშიც ისე იქცევა, როგორც ბუნებაში. 14. კატებისთვის ნადირობა გამომუშავებული ინსტიქტია და ყოველთვის საჭმლის მოსაპოვებლად არ ნადირობენ. 15. ერთ კატას, ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 30 000 თაგვის დაჭერა შეუძლია. 16. კატების პირველი გამოფენა ნიუ-ორკში გაიმართა 1895 წელს. 17. „კონტაქტური“ კატა ყოველთვის დაყვება პატრონს ოთახიდან ოთახში, რომ გააკონტროლოს მისი ქმედება. 18. კატებს არ უყვართ ლიმონის და ფორთოხლის სუნი და თუ ისინი ავეჯს აფუჭებენ, იმ ადგილებში, აღნიშნული სუნის არომატიზატორები მოასხით. 19. კატა არჩევს ხმის ტონს. ხვდება როდის ეჩხუბებიან და როდის ეფერებიან ადამიანები, მაგრამ ამას არ იმჩნევს. 20. კატა, ჟირაბთან და აქლემთან ერთად, განსხვავებულად მოსიარულე ცხოველი არის. ის სიარულის დროს, ჯერ ორივე მარცხენა ფეხს დგავს, ხოლო შემდეგ- მარჯვენებს. მსგავსი სიარულის მანერა, სისწრაფისა და ჩუმად მიპარვის გარანტიაა. 21. ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ კატებს შეუძლიათ ფერის გარჩევა. 22. კატები კარგად ვერ არჩევენ პატარა დეტალებს, ამასთან, ისინი შორსმხედველები არიან. ყველაზე კარგად 76 სმ-დან 2-6 მეტრში ხედავენ. მათ შეუძლიათ 60 მეტრშიც დაინახონ. კატების პერიფერიული მხედველობა 285 გრადუს შეადგენს. 23. იმისათვის, რომ კატამ დაინახოს, საკმარისია იმ სინათლის 1/6, რაც ადამიანის მხედველობის ორგანოს ესაჭიროება. 24. ახალშობილი კნუტები ვერც ხედავენ და არც არაფერი ესმით. მათ მხედველობა და სმენა, დაბადებიდან, 2 კვირის შემდეგ უვითარდებათ. 25. კატები ყველაზე ზარმაცი ძუძუმწოვრები არიან. მათ დღე-ღამის მანძილზე, 16 სთ. სძინავთ. 7 წლის ასაკის კატას, 5 წელი ძილში აქვს გატარებული. 26. ქ. ლიონის უნივერსიტეტის გამოთვლით, ყველაზე მეტი კატები ავსტრალიაში არიან. იქ 10 მაცხოვრებზე, 9 კატა მოდის. აზიის კონტინენტზე, კატების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე ინდონეზია არის (30 მლნ. კატით), ევროპაში - საფრანგეთი (8 მლნ.). აქვე უნდა აღინიშნოს ის ქვეყნები, რომლებშიც სახლის კატები საერთოდ არ არიან. ასეთებია: პერუ და გაბონი. 27. ყოველწლიურად ამერიკელები კატის საჭმელში 4 მლრდ. დოლარს ხარჯავენ, რაც ერთი მილიარდით აღემატება ახალშობილი ბავშვების კვების ხარჯებს. 28. გინესის რეკორდების წიგნში შესული, ყველაზე მძიმე კატა 21 კგ. იწონიდა, ხოლო ყველაზე პატარა - 680 გრამს. 29. კატის ყურის მგრძნობელობა 3 -ჯერ აღემატება ადამიანის ყურის მგრძნობელობას. როდესაც ხმამაღლა უსმენთ მუსიკას ან ტელევიზორს ხმა აქვს აწეული, მიეცით კატას სხვა ოთახში გასვლის საშუალება. 30. კატის ყნოსვის მგრძნობელობა 14-ჯერ აღემატება ადამისნის მგრძნობელობას. 31. კატას, დაახლოებით, 12 ულვაში აქვს სახის თითოეულ მხარეს. ულვაშების ძირში უამრავი ნერვული დაბოლოებაა და ამიტომ, კატა მათი მეშვეობით იღებს ინფორმაფიას ყველაფერზე, რაც მის ირგვლივ ხდება: საგნებზე, ქარებზე, ტემპერატურაზე და ა.შ. ულვაშების გარეშე, შეიძლება კატამ ორიენტაცია დაკარგოს, ვეღარ ინადიროს და საერთოდ, ცუდად იგრძნოს თავი. 847 6-ს მოსწონს
|