x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ქეთევან კიკნაძე ინგა გრიგოლიას საგანგებო განცხადებით მიმართავს

image

მსახიობი ქეთევან კიკნაძე, აწ გარდაცვლილ რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციას" ეხმაურება და ტელეწამყვანს საგანგებო განცხადებით მიმართავს, თან მოუწოდებს წერილი საჯაროდ ტელეეთერში წაიკითხოს.


„ქალბატონო ინგა! გთხოვთ ეს წერილი საჯაროდ წაიკითხოთ! თქვენს ეთერში იყო კითხვა დასავლეთი თუ რუსეთი! ხალხმა იმიტომ გაიხედა რუსეთისკენ, რომ იგრძნეს როგორ ვკარგავთ ეროვნულობას და ეს არა მარტო სიმღერებში აისახა, არამედ ყველაფერში, ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მე არ ვარ წინააღმდეგი არცერთი სხვა ეროვნების, შემიძლია ზრდილობიანად ვუთხრა – მობრძანდი, დაბრძანდი, მაგრამ სხვა რა საერთო უნდა გამოვნახო მათთან? ერთმორწმუნე რუსეთთან კი საერთოს გამონახვა ადვილია.


ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ, რომ სხვაგან ნახონ. უნდათ აღრევა და საერთოდ, ყველგან ხელის ფათური. თქვენ თუ გგონიათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და თუ ვინმეს ასე ჰგონია, შემცდარან. ნაწილი ქვეყნის ამერიკის არის და ნაწილი რუსეთის, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობას ხელი შეუწყო და კულტურა შემოგვინახა.
რაც შეეხება ბრალდებებს, მათთან ურთიერთობებში, მეფე ერეკლესგან დავიწყოთ და არა სხვა ვინმესგან. ყველა აგენტი, რომ გგონიათ, ეს ხომ წიკებია და სხვა არაფერი. სხვანაირად არ გამოვა. ბოლოს და ბოლოს გერმანია და რუსეთი შერიგდა და ის ქვეყნებიც, ვინც ფაშიზმს ებრძოდა. დროა გავაანალიზოთ ყველაფერი, ბრძოლით და ხიშტით დავა არ გადაწყდება", პატივისცემით ქეთევან კიკნაძე.



image

3
101
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
101
  
2015, 19 მაისი, 10:53
"დიდმა" მიშამ ბრძანა: თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო. :((
აჭარას არ წაგვართმევს ანექსიის გზით, რადგან აჭარაში მათთვის შექმნილია ოაზისი, რასაც უნდათ, როგორც უნდათ და როცა უნდათ იმას აკეთებენ.
ლიბერალი ხელისუფლება კი არა საქმის მკეთებელი, ქართული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება გვჭირდება.
კაკულიას თუ უსმინეს კარგად წაგვივა საქმე.
2015, 19 მაისი, 10:47
სამწუხარო სულ სხვა რამაა მე-14 საუკუნის შემდეგ სულ ვიღაცეებზე ვართ მიჯაჭვული ორი უარესობიდან ყოველთვის ერთის არჩევა გვიწევდა...დიდი ილია ამბობდა " ჩვენი თავი ვენადვე გვეყუდნედესო"..სამწუხაროდ ეს დღე არ დადგდა"..და მეორეც არ შეიძლება გაორებული თამაში...რუსეთს უარესი თავის დროზე თურქებმა გაგიკვეთეს..თუმცა ჩვენი მთავრობა "მეგობრად " მიიჩნევს" ერთ მხარეს რომაა მიმართული აგრესია...მალე აჭარა ს წაგვართმევს თუ არ გამოვხიზლდით..თუმცა ჩვენი მთავრობა ეტყობა ლელეა კაკულიას "წინასწარმტეყველებით" ხელმძღვანელობს
2015, 19 მაისი, 10:26
რუსეთმა შემოგვინახა თურმე კულტურა, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ.
რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ხელშეკრულება და გააუქმა ქართული სამეფო-სამთავროები, გადაასახლა ქართველი თავადაზნაურობა შორეულ რუსეთში.
გააუქმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და "წითელ ინტელიგენციას" თუ დავუჯერეთ რუსეთის დამსახურებაა, ქართველი ერი რომ არსებობს.
არ მიკვირს ბატონი გიგაც რუსულად ფიქრობდა და რუსეთზე ამოსდიოდა მზე და მთვარე.
0 1 3