კაბები მოდური საზაფხულო ჩაცმულობა ორსულებისთვის 2012, 21 მაისი, 18:44 ზაფხული ორსულებისთვის, პრობლემატური პერიოდია, არა მარტო ფიზიკური მდგომარეობის, სამოსის შერჩევის გამოც. რთულია სიცხეში მოირგო ისეთი სამოსი რომელიც კომფორტულიც იქნება თქვენთვის და თქვენი ღიპუცისთვის, ამასთან ერთად კი მოდური და ლამაზიც იქნება. ბევრი ქალი, ფორმის დაკარგვის ამ "საპატიო" მიზეზის გამო, ცდილობს ბევრი არ იფიქროს ჩაცმულობის შერჩევაზე, თუმცა მინდა გირჩიოთ, რომ აუცილებელია ორსულობის პერიოდშიც ისევე დაუთმოთ დრო ფორმაში ყოფნას, როგორც ამას ადრე აკეთებდით, ეს იმიტომ რომ ინერტულმა ცხოვრებამ მიჩვევა იცის და როცა პატარას გააჩენთ, საკმაოდ გაგიჭირდებათ შემდეგ ძველი ცხოვრების წესზე გადაწყობა. 1435 2-ს არ მოსწონს
|