სხვა გოგონა ცოცხლად დაიწვა სელფის გადაღების დროს 2015, 16 მაისი, 12:51 რუმინეთში სელფის გადაღების მცდელობამ მორიგი ტრაგედია გამოიწვია.18 წლის გოგონა ანა ურსუ, მეგობართან ერთად მატარებლის სახურავზე აცოცდა, რომ ეფექტური სელფი გადაეღო, შედეგად გამოედო ელექტროსადენს, სადაც 27 ათასი ვოლტი გადიოდა.შედეგად გოგონა გარდაიცვალა, იუწყება Mirror-ი.
ძაბვის დარტყმის სიმძლავრე იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონას სხეული "ცოცხალ ელვად" გადაიქცა.ურსუს მეგობარი გოგონა, რომლის სახელიც არ ხმაურდება აფეთქების ტალღამ მატარებლის სახურავიდან ძირს გადმოაგდო. შემთხვევითი გამვლელები მათთვის სიცოცხლის რისკის საფასურად ცდილობდნენ გოგონასთვის დახმარების აღმოჩენას.ანას მთლიან სხეულზე ცეცხლი მოედო, გამვლელებმა შეძლეს ხანძრის ჩაქრობა, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვისი გადარჩენა ვერ შეძლეს, მას სხეულის 50% დამწვარი ჰქონდა. მისმა მეგობარმაც მიიღო დამწვრობები, თუმცა მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.თებერვლის თვეში ამერიკელს მატარებელმა ზედ გადაუარა, როდესაც სელფის გადაღებას ცდილობდა, უფრო ადრე ესპანეთში დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ესპანელი ყმაწვილი ანალოგიურად ვაგონის თავზე აცოცდა და მაღალი ძაბვის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 279 7-ს მოსწონს
|