x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ნინა სუბლატის სკანდალური სტატუსი - რამ აღაშფოთა მომღერალი?
imageროგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მომღერალი ნინა სუბლატი საქართველოს სახელით რამდენიმე დღეში წარსდგება ''ევროვიზიის'' კონკურსზე. მანამდე კი, 17 მაისს იგი ვენის ოპერაში ''ევროვიზიის'' საიუბილეო კონცეტზე იმღერებს, სადაც მას აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი გაუწევს. თუმცა, როგორც ჩანს, პრესის მიერ ამ ფაქტის გაშუქებით თავად მომღერალი უკმაყოფილოა, რასაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი ამტკიცებს:


„ესენი საერთოდ რომელი სოროდან არიან?! ჯერ ერთი ვენის ოპერაში ქართველი

მომღერლები არ მონაწილეობენ. მხოლოდ ერთი ვარ - მე! ან ნიკოლოზ რაჭველი რომ მომღერალი იყო არ ვიცოდი...

დიზაინერს რომ აღნიშნავთ, უნდა აღნიშნოთ ის, რომ კოსტიუმი ჩემი დიზანით არის შექმნილი და ამ ფაქტით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია! მერე კიდე მეორე დიზაინერი - თამარა სუჯაშვილი მუშაობდა ფეხსაცმელზე და გვირგვინზე, რომელიც რატომღაც არ არსებობს... წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!''. - ვკითხულობთ ნინა სუბლატის ფეისბუქის გვერდზე.




აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და უარყოფითმა კომენტარებმაც არ დააყოვნა:


„ძალიან უზრდელი და თავხედი გოგო ჩანს, ნუკა გვალიასავით იგინება და ილანძღება სულ, რასჭირთ ამ გოგოებს, თავი “ზეაღმატებულნი“ რომ ჰგონიათ? ესენი ასე ხედავენ ევროპულ კულტურას?გინდ მოიგოს ეგ პროექტი, სულ ერთია უზრდელი უზრდელად დარჩება“...


„დაამუხრუჭე ნინა-როგორც ჩვეულებრივი გზა-ასევე ცხოვრების გზაც სავსეა დაბრკოლებებით, რომლებიც გვერდის ავლისა და სისწრაფის შენელების გარეშე ცხვირს წაგამტვრევინებს!... ხალხთან ურთიერთობას ნიჭი უნდა!“


„შვილო, ჯერ შეჰქმენი რამე ფასეული და მერე გამოდი ამბიციით, მაგრამ შენ რომ რაიმე ფასეულის შექმნა შეგეძლოს ძალიან თავმდაბალი იქნებოდი. ეხლა კი შენი ნამდვილი სახე სჩანს. ფუჭი თავთავი“.

1
256
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
256
  
2015, 16 მაისი, 17:00
როდის არის ევროვიზიის ნახევარფინალი და ფინალი?
0 1 1