x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"წმ. მულატკა – ქართველობის სადარაჯოზე!"-რას წერს გურამ შეროზია "ამ არსებაზე"
image
გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსი" 17 მაისსა და ჰომოფობიას მიეძღვნა. ვაღიარებ, რომ ტელევიზორის წინ მოვკალათდი, იმ იმედით, რომ აღნიშნულ თემაზე რაღაც ახალს და საინტერესოს შევიტყობდი. სამწუხაროდ ყურადსაღები არც არაფერი გამიგია, ვერ ვიტყვი რომ ტყუილად დავკარგე ჩემი ცხოვრების 2 საათი, რადგან ნათელი გახდა რომ საზოგადებას განათლება გვაკლია. ეკრანიდან უხეშობა, უზრდელობა, ურთიერთუპატივისცემულობა და აგრესია მოდიოდა. ჩემთვის ცხადი იყო გადაცემის სტუმართა უმრვლესობის საძრახისი ქცევა, თუმცა ისიც ცხადია, რომ საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს ნორმად და მოდად აღიქვამს და საკუთარ ყოფაში გაადმოიღებს.

ქართველობისა და პატიოსნების დამცველად მოგვევლინა მულატკა. ეს ის გოგონაა, რომელიც საქართველომ პროექტ "ჯეობარის" მეშვეობით გაიცნო და "ფლეიბოისთვისაც" გაშიშვლდა. კარგად მახსოვს, როგორ აღაშფოთებდა წლების წინ საზოგადოებას მისი ქცევა, როცა კამერების წინ "ჯეობარის" მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს კოცნიდა და ასევე კამერების წინ, "ადიელის" ქვვეშ მასთან ინტიმური ურთიერთობით კავდებოდა. გადაცემაში არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანი, ვინც მულატკას საკუთარ წარსულს შეახსენებდა. "ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მისი იაფფასიანი მეძავის როლი ჯეობარში და საჯარო „სექსები“. წარსული წარსულია, მაგრამ მინიმუმ ელემენტარული ლოგიკაა, რომ იმისთვის, რასაც თავად ვაკეთებთ – სხვა არ უნდა გავკიცხოთ, მაგრამ ლოგიკა საერთოდ რა ცხოველია? ალბათ ერთადერთი წიგნი, რაც მულატკას წაუკითხავს „კამა-სუტრაა“, წაუკითხავს რა, დაუთვალიერებია"-წერს ბლოგერი გურამ შეროზია და მართლაც ძნელია მას არ დაეთანხმო.

აქვე შეგახსენებთ, რომ გურამ შეროზია პოპულარული ქართველი ბლოგერი გახლავთ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აზრს აქტიურად გამოთქვამს. ალბათ იქნება თემები, რომლებთან მიმართებაში მას არ დაეთანხმებით, (რამეთუ შეუძლებელია ორ საღად მოაზროვნე ადამიანს ყოველთვის და ყველაფერზე ერთი აზრი გააჩნდეს) მაგრამ მისი ბლოგის კითხვისას გაუმართავი ქართულითა და ნატკეპნი სიტყვებით მაინც არ დაიტანჯებით. მოკლედ გთავაზობთ ნაწყვეტს გურამ შეროზიას ბლოგიდან "წმ. მულატკა-ქართველობის სადარაჯოზე":

"სიტყვათა მარაგი, განათლება, ინტელექტი, ეთიკა – ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე, ფაშისტური განცხადებები და ალოგიკური სიცილი უადგილოდ. თავის ხმამაღალ განცხადებებს – „პიდარასტების“ ამოწყვეტაზე, გადასახლებაზე და ა.შ. ხსნიდა იმით, რომ „თქვენ გესიამოვნებათ ორმა კაცმა თქვენი თანდასწრებით ზასაობა რომ დაიწყოს?“


გიპასუხებთ აქვე: არა, ეს მეც არ მომეწონება, ისევე როგორც არ მომეწონება ორი ქალის „ზასაობა“ და არც ქალ-ვაჟის ფრანგული ამბორი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისევე როგორც საშინლად მაღიზიანებდა მულატკას ბინძური ეროტიული სცენები ჯეობარში. ან ის რამდენად ამორალურია, როცა უკანასკნელი სიტყვებით, ღიად ღაღადებ სიძულვილს საჯაროდ, გამოხატვასაც ხომ თავისი ფორმა აქვს, თუმცა რომელ ფორმებზეა საუბარი, როცა ადამიანს სახეზე აწერია სიცარიელე."

0
469
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0