x
მსოფლიოს მითოლოგია
მითი, უპირველესად, ამბავია. მაგრამ ესაა ამბავი, რომელიც შეიცავს ადამიანთა რწმენას, და ოცნებებს. მითის თხრობა-განსახიერება მიწიერი სამყაროდან მითების სამყაროში შებიჯებას ნიშნავს. მათი სამყარო დასახლებულია უხილავი ძალებით, რომლებიც სიცოცხლეს შთაბერავენ ამქვეყნიურ ყოველდღიურ ყოფას.

ამ სტატიაში მინდა დაგანახოთ მითებით შექმნილი რამდნეიმე სამყარო.




1.მარადიული სიცოცხლე

ახალგაზრდა და ლამაზი კუმილი სიბილა აპოლონს შეუყვარდა და ოღონდ მისი გული მოენადირებინა, ნებისმიერი სუტვილის შესრულებას დაჰპირდა.სიბილამ მიუთითა გამოქვაბულის იატაკზე დაყრილი მტვრის გროვაზე და უთხრა, იმდენი წლის სიცოცხლე მომეცი, რამდენი მტვრის ნამცეციც ამ გროვაშიაო. აპოლონმა სურვილი შეუსრულა, მაგრამ ქედმაღალმა ყმაწვილმა ქალმა მაინც ხელი ჰკრა. სიბილას დაავიწყდა მარადიული ს=ახალგაზრდობა გამოეთხოვა აპოლონისთვის, ჰოდა გადიოდა საუკუნეები და ისიც ჭკნებოდა და ჭკნებოდა. ბოლოს კი ისეთი ერთი ციცქნა და "დაღმეჭილი" გახდა, რომ თავისი სიცოცხლე დაკიდულ დოქში მწერივით ჩამძვრალმა გაატარა. ერთხელ, როცა, ბავშვებმა დაინახეს და ჰკითხეს, რას ინატრებდიო, სიბილამ მიუგო, სიკვდილსო.



2.აქ არავინ არის

ტროას დაცემის შემდეგ აქაველმა გმირებმა ბევრი უბედურება გამოიარეს, რადგან ხან ერთი ღმერთი გაანაწყენეს და ხან მეორე.ოდისევსის გასაჭირი იმით დაიწყო, რომ გემები სამი ცალთვალა გიგანტის, კიკლოპების კუნძულს მიაყენა. ოდისევსი და მისი მეზღვაურები იმედოვნებდნენ, რომ ერთი კიკლოპთაგანი, პოლიფემოსი, უმასპინძლებდა, მაგრამ მოტყუვდნენ.პოლიფემოსმა მეზღვაურები გამოქვაბულში გამოამწყვდია, მერე კი იმათ ჭამას მიჰყო ხელი. თავის გადასარჩენად ოდისევსმა პოლიფემოსს მაგარი ღვინო დაალევინა და გააბრუა. მერე უთხრა. ოუტისი მქვიაო, რაც "არავინ"-ს ნიშნავს.სანამ მთვრალი პოლიფემოსი გაშტერებული იწვა, ოდისევსმა და მისმა მეზღვაურებმა ცეცხლში ხის მარგილი გაახურეს და ერთადერთ თვალში ატაკეს გიგანტს. პოლიფემოსი აღრიალდა და საშველად კიკლოპებს უხმო, მაგრამ თან იმას ამბობდა, "არავინ" მერჩისო, ამიტომ ისინი საშველად არ მივიდნენ.ოდისევსმა და გადარჩენილმა მეზღვაურებმა გამოქვაბულს თავი დააღწიეს. წასვლისას ოდისევსმა დაბრმავებულ კიკლოპს დასცინა და თავისი ნამდვილი სახელი უთხრა. ამიტომ იყო, რომ პოლიფემოსის მამა, პოსეიდონი, ათი გრძელი წლის განმავლობაში სდევნიდა ოდისევსს და ყველა თანამგზავრი დაუხოცა.


3.ამდენი სახლი

გმირი ტყუპები, ჰენაპჰუ და ქსბალანკე, ქსიბალბას ქვესკნელის საზარელმა ღმერთებმა ტლაჩტის, მაიას რიტუალური ბურთის თამაშში. როცა ტყუპებმა გაიმარჯვეს, ისინი შუბების სახლში ჩააგდეს, სადაც დემონები სცემდნენ. ტყუპებმა თავს უშველეს, მაგრამ შემდეგ რიგრიგობით მოხვდნენ სიცივის, იაგურების, ცეცხხლისა და ღამურების სახლებში. გმირმა ტყუპებმა ყველაფერს თავი დააღწიეს, დაიტრაბახეს, უკვდავები ვართო, მსხვერპლად შეაწირინეს თავი და ძვლები დააფქვევინეს, (ნწ ნწ მაზოხისტები) მერე კი კვლავ გაცოცხლდნენ. ქსიბალბას მეუფენი ისე განცვიფრდნენ, რომ თვითონაც მოესურვათ სიკვდილი და ხელახლა დაბადება.

"ჩვენც მოგვაკვდინე!"- შეევედრნენ ქსიბალას მეუფენი, და გმირმა ტყუპებმა მართლაც დახოცეს, მაგრამ აღარ გაუცოცხლებიათ. ( რა დაადეს :დ)

image


4.ცეცხლიდან

ერთ ჩუქჩ ქალს ქმარი მოუკვდა. ადგა, თავი მოაჭრა და შინ წაიღო.თავი მუდამ იცინოდა და ქალი მშობლებმა შინიდან გააგდეს. თავმა უთხრა: ტირიფის გლემურძებისგან გაჩაღEბულ კოცონზე დამწვიო. ცეცხლიდან მკვდრეთით აღმდგარი ქმარი გამოვიდა. ცოლ-ქმარიხარირემშებმული მარხილით ავიდა ზეცაში და იქ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ ყოველ ღამე, როცა ქალი თავის სახლს დაინახავდა, ტიროდა, მისი ცრემლები კი წვიმად მოდიოდა.


image

image





image

image

image

12
96
15-ს მოსწონს
ავტორი:chor1kana
chor1kana
96
  
2015, 14 მაისი, 21:54
ხო არაა :დდ გმადლობ :*
2015, 14 მაისი, 21:51
რა გიჟობებია :დ კარგია :))
2015, 14 მაისი, 21:00
ხოო არ ვიცი :დ
2015, 14 მაისი, 20:54
ჩემთვის ელადის მითოლოგიაში ისაა საინტერესო რომ პარისის ისრით მოკლული აქილეოსს ჰადესში მედეა შერთეს ცოლად ...
2015, 14 მაისი, 20:21
ეგ არაფერი ხდება, საინტერესოა.
2015, 14 მაისი, 20:19
ნუუ :დ მესამეში რაღაც ამერია წერის დროს :დ
2015, 14 მაისი, 20:16
მეგონა მარსიდან იყო სიახლე. :)))
2015, 14 მაისი, 20:15
რა არის? :დ
2015, 14 მაისი, 20:14
რომელი პლანეტიდან ხარ? :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10