რელიგია ვინ არიან სტიგმატები? 2015, 12 მაისი, 19:01 სტიგმატებს ეძახიან ქრისტეს ჭრილობების მატარებელ ადამიანებს. მათ ჭრილობები უჩნდებათ ხელებზე და ფეხებზე, როგორც ლურსმნის ნაკვალევი, ზოგიერთს თავზე აღენიშნება ნაკაწრები.
"სტიგმატა" წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს რაღაც ნიშანს, ტატუირებას, რომელსაც იყენებდნენ მონის ან ცხოველის დასანიშნად. სტიგმატების უმეტესობას აღენიშნება ხუთი ჭრილობა (მათ ქრისტეს ჭრილობებთან აიგივებენ) მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა ისეთი ფაქტი რომ ადამიანს ხუთივე ჭრილობა ერთდროულად მიეღო.
სტიგმატები მხოლოდ ღრმად მორწმუნე ადამიანებს უჩნდებათ.ყველა ნიშანდებულს ნერვიული სისტემის მოშლილობა აწუხებს, რაღაც თვალსაზრისით ეს ფიზიკურ მდომარეობაზეც აისახება.ეკლესია ამას თავის მხრივ ღვთისაგან ბოძებულ საჩუქარს უწოდებს.ამბობენ რომ არ შეიძლება წრიტეს ჭრილობები ათEისტს გაუჩნდეს, ასეთი შემთხვევა მართლაც არ დაფიქსირებულა.
არც ერთი სტიგმატური შემთხვევა არ დაფიქსირებულა მე-13 საუკუნემდე, სანამ დასავლეთ ქრისტიანულმა სამყარომ ჯვარცმას მკვეთრად არ გაუსვა ხაზი.
ჯვარცმაზე იესო ნაზარეველი ხელის გულებითაა დაჭედებული, ძველ რომში კი ადამიანებს მაჯით აჭედებდნენ რადგან ხელის გულები სხეულის სიმძიმეს ვერ უძლებდა. ამიტომ ხანდახან სტიგმატებს ნაჭრილობები ხელის გულებზე კი არა არამედ მაჯებზე ესახებათ. წმინდა ფრანცის ასიზელი იყო პირველი სტიგამტი ქრისტიანულ ისტორიაში. შემდეგ პადრე პიო და სხვები. სტიგმატების 80 % ქალია.ზოგიერთი სტიგმატი ტკივილს განიცდის შინაგანად, ანუ მათ არ აღენიშნებათ გარეგნული ჭრილობები. წმინდა ფრენსის პირველი ბიოგრაფი თომასი წერს: "როდესაც ნეტარმა ღვთისმსახურმა ლოცვისას დაინახა ანგელოზი, გაკვირვებით და სიხარულით აღივსო, მაგრამ შეშფოთდა იმ ფაქტით რომ ანგელოზი ჯვარზე იყო გაკრული.შემდეგ მომლოცველმა გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო. ანგელოზის წასვლის შემდეგ ფრენსისმა თავის სხეულზე (ფეხებსა და ხელებზე) იხილა ქრისტეს ჭრილობები, ხოლო მისი სხეულიდან დაღვრილი სისხლი ყავავილის სურნელებს აფრქვევდა. პადრე პიო თავის წერილში წერდა რომ, ერთხელ საზეიმო მესის აღსრულების შემდეგ მან თავი ძილს მისცა, ძილის დროს იხილა კაცი რომელსაც ფეხებიდან, ხელებიდან, და მხრიდან სისხლი სდიოდა. პადრე ამბობდა რომ ადრე ეს კაცი ნანახი ჰყავდა. ეს ხილვა გაქრა თუ არა პადრე პიომ თავის სხეულზე იხილა იგივე ჭრილობები რომელიც ცოტა ხნის წინ გამოცხადებულს ჰქონდა. პ.ს. მსგავსი შემთხვევა საქართველოშიც იყო დაფიქსირებული. ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც იესოს ჭრილობები უჩნდებოდა, პროფილშიც იყო მიწვეული მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიე :(( ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 875 18-ს მოსწონს
|