x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510065
აფერისტი ტელეპატი თუ გასაიდუმლოებული ცხოვრება
imageალბათ გსმენიათ, რომ სტალინს თავისი ნათელმხილველი, ტელეპატი ჰყავდა, ვოლფ მესინგი. მის შესახებ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო გამოძიება. ფაქტების შეფასება, რამდენად რეალურია ის რაც არის მის მემუარებში მოთხრობილი და იყო თუ არა ვოლფ მესინგი ნათელმხილველი, თუ უბრალოდ აფერისტი რომელიც გერმანელებს გამოექცა და რუსეთს თავი შეაფარა.

ის დაიბადა ვარშავაში, ებრაელის ოჯახში. ბავშვობაში საცირკო წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ ტელეპატიური წარმოდგენების წამყვანი გახდა, ესეც საცირკო არენაზე.

ვოლფ მესინგი ამბობდა რომ მისი ტელეპატიური ნიჭში არაფერი განსაკუთრებული არ არის " მე შემიძლია ადამიანსი ფიქრების გამოცნობა მისი მუსკულების, მიმიკის მეშვეობით, ტვინის იმპულსების დაჭერა და მეტი არაფერი"

ჰიტლერის გამო მას მოუხდა რუსეთში გაქცევა, სადაც ასევე ტელეპატიის სეანსებით ირჩენდა თავს, მეტიც ის ისეთი მაღალანაზრაურებადი იყო რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რამოდენიმე თვითმფრინავის შესყიდვით დაეხმარა საბჭოთა კავშირს.



მის მემუარებში ნახსენებია, რომ ბავშვობაში ეინშტეინს და ფროიდ შეხვდა. ეინშტეინის ვენის ბინაში და მას სეანსი ჩაუტარა, ასევე წერდა რომ გაოცებული იყო ეინშტეინის ბიბლიოთეკით. რეალური ფაქტები კი რადიკალურად სხვა რამეს ამბებენ. ეინშტეინს ვენაში ბინა არ ქონდა, მეტიც ის სახლში წიგნებს არასდროს არ ინახავდა.


მემუარებიდან ასევე ვიგებთ, რომ მესინგი სტალინს შეხვდა. სტალინმა მოუწყო გამოცდა მას შემნახველი სალაროდან უბრალო ფურცელი უნდა ჩეკად გაესაღებინა და 10.000 რუსული რუბლი გამოეტანა, რაც წარმატებით გააკეთა.

კრემლის არქივში არ არის დაფიქსირებული სტალინის არცერთ პროტოკოლში ვინმე ვოლფ მესინგთან შემნახველ სალაროში შეხვედრა, მეტიც იმ დროს შემნახველი სალარო ჩეკს არ ანაღდებდა სანამ ჩეკი სეიფამდე არ მივიდოდა. სეიფამდე მისასვლელად კი რამოდენიმე პროცედურა იყო საჭირო, ხოლო ვოლფ მესსინგის მემუარებში წერია, რომ ფული მოლარე იმ წუთში გაუნაღდა.


ასევე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს რეიხსტაგის არქივებში, ვოლფ მესინგის შესახებ და არც ალფრედ როზენმერგი არ დაზდევდა მას დასაჭერად.


მესინგის ბიოგრაფები აცხადებენ რომ, არაა გასაკვირი თუ ყველა საარქივო მასალა არის ამოღებული, ან დაკარგული, რადგან მესინგს დიდი წვლილი მიუძღვის სტალისნის და ჰიტლერის ბრძლოაში და რუსები ტელეპატიური ჩარევების ყველა კვალს მოსპობდნენ.


ბევრი ვეძებე თუ ცოტა, აი ეს არის იმ მასალის მოკლე შინაარსი რაც მოვიძიე


(მარიამ მინდიაშვილი)

1
767
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
767
  
2014, 21 ივნისი, 12:30
გამარჯობა :) შეგიძლია ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური მითხრა და თუ არის ქართულად ნათარგმნი თუ იცი?
0 1 1