x
image
natia.a
რა შედეგები მოაქვს სექსისგან თავის შეკავებას - ეს ბევრმა არ იცის!

image
სექსი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი ერთნაირად აუცილებელია როგორც მამაკაცის, ასევე ქალისთვის, არა მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად ან სიამოვნების მისაღებად, არამედ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც. ამიტომ ინტიმური სიახლოვისგან თავის შეკავება ადამიანზე ძალიან ნეგატიურად აისახება.

როგორც ფსიქოლოგები და სექსოპათოლოგები ამტკიცებენ, სექსისგან ერთ წელიწადზე მეტი დროით თავის შეკავება მნიშვნელოვან, ზოგჯერ კი გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს ორგანიზმს.

1. გაღიზიანება და აგრესიულობა
ხშირად ავლებენ პარალეს სექსუალურ დაუკმაყოფილებლობასა და აგრესიულობას შორის, რაც სრულიად გამართლებულია. გარდა იმისა, რომ სექსის დროს შესამჩნევად უმჯობესდება გუნება-განწყობა, ამ დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი - ჰორმონი, რომელიც კარგ ხასიათსა და სამყაროს პოზიტიურ აღქმას უზრუნველყოფს.

2. მენსტრუალური ტკივილი
სექსის დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ესტროგენები, რომლებიც პრემენსტრუაციულ ტკივილს ახშობს. გარდა ამისა, ორგაზმის დადგომამდე ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომლის მოქმედებით წარმოიქმნება ტკივილგამაყუჩებელი ენდორფინები - მორფინის ბუნებრივი ანალოგები.

3. ჭარბი წონა
დადასტურებულია, რომ ქალები, რომლებიც მუდმივ პარტნიორთან დაშორების შემდეგ დიდი ხნით წყვეტენ სქესობრივ ცხოვრებას, მნიშვნელოვნად იმატებენ წონაში. აღგზნებული ადამიანის პულსის სიხშირე წუთში 70-დან ადის 150-მდე. ერთი სქესობრივი აქტის დროს იწვება დაახლოებით იმდენივე კალორია, რამდენიც სარბენ ბილიკზე ჩქარი ტემპით 15 წუთის სირბილის დროს.

4. იმუნიტეტის დაქვეითება
სექსით რეგულარულად დაკავებული ადამიანების სისხლში 30%-ით მეტია ანტისხეულები, ვიდრე მათ სისხლში, ვინც სქესობირივი ცხოვრებისგან თავს იკავებს. ამიტომ სექსუალურად აქტიური ადამიანები უფრო იშვიათად ავადდებიან გრიპით, გაციებით და სხვა ინფექციური თუ ვირუსული დაავადებებით.

5. მეხსიერების გაუარესება
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგაზმის დროს სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში მაქსიმალური სიჩქარით მიმდინარეობს და ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი სწრაფად აღწევს ყველა ორგანიში, მათ შორის თავის ტვინში. ჰორმონალური სისტემის მართვის ცენტრი კი აკონტროლებს ასევე მეხსიერების ცენტრის მუშაობას.

6. უძილობა
სრულფასოვანი სექსის შემდეგ ჩაძინება გაცილებით ადვილია. ამის მიზეზი არის ის, რომ სექსის დროს ოქსიტოცინის მომატებულ დონეს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და მშვენიერ ბუნებრივ საძილე საშუალებას წარმოადგენს. ხოლო სექსუალური განტვირთვის შემდეგ სისხლში სწრაფად იკლებს გლიკოგენის დონე - ეს არის ცხოველური სახამებელი, რომელიც კუნთებს კვებავს. მისი ნაკლებობის დროს ადამიანი თავს "დამტვრეულად" გრძნობს.

7. კანის პრობლემები
რეგულარული სექსის დროს ორგანიზმში იმატებს კოლაგენის დონე, რაც კანს უფრო გლუვსა და ხავერდოვანს ხდის. ხოლო სექსის დროს გამოყოფილი პროჟესტერონი სახეზე მუწუკებს აქრობს. კვლევების თანახმად, წყვილები, რომლებიც რეგულარულად არიან სექსით დაკავებული მინიმუმ 3-ჯერ კვირაში, 30 წლის ასაკის შემდეგ ყოველთვის 2-3 წლით ახალგაზრდად გამოიყურებიან.

2
1279
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1279
  
2015, 12 მაისი, 16:08
რატომ ასე ემოციურად? :)) გმადლობ :)
2015, 12 მაისი, 16:07
გავაზიარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
0 1 2