სიახლეები მთელ მსოფლიოს 60 წუთში დავაჩოქებთ-რა სახეობის იარაღით იმუქრებიან ამერიკელები? 2015, 10 მაისი, 13:03 კონცეფციის ოფიციალური სახელია- "Prompt Global Strike".(ელვისებული გლობალური დარტყმა)ჩანაფიქრის ავტორები ირწმუნებიან, რომ აშშ-ს შეუძლია 60 წუთის განმავლობაში განახორციელოს კონვენციალური(არაბირთვული) გამანადგურებელი დარტყმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაწყვეტილების მიღებიდან. რატომ მაინცდამაინც არაბირთვული? იმიტომ რომ ბირთვული დარტყმის შემდეგ მოსალოდნელია სწრაფი ანალოგიური პასუხი.ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ მათი სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა კონკურსგარეშეა. ამერიკელები PGS-ს განხორციელბის შემთხვევაში გამოიყენებენ სხვადახვა "ინსტრუმენტებს", მათ შორის საკონტინენტაშორისო ბალისტიკურ რაკეტას Trident II D5-ს საზღვაო ბაზირებიდან.რაკეტას გააჩნია უზუსტესი არაბირთვული ბლოკი. ასევე ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა, Falcon HTV-2 და AHW. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გამოცდამ ფიასკო განიცადა, კონსტრუქტორები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი რაკეტებს საერთოდ არ სჭირდებათ საბრძოლო ჭურვები, იმიტომ რომ მათი სისწრაფე, ენერგია და სიზუსტე საკმარისია იმისთვის, რომ მიზანი სრულად გაანადგუროს. ამერიკაში მუშავდება კიდევ სხვა ეგზოტიკური შეიარაღებაც:კინეტიკური იარაღი, რომელსაც ამერიკელებმა მას ხუმრობით "უფლის კვერთხი" შეარქვეს. ეს გახლავთ ვოლფრამისგან დამზადებული ცეცხლგამძლე "ციცინათელები", რომლებიც ჩამოიყრება დიდი სიმაღლიდან (30კმ.)უდიდესი სიწრაფით.გამოცდების დროს დადგინდა, რომ 6 მეტრიანი სიგრძის და 30 სანტიმეტრი სისქის "კვერთხი" 3500 მ/წამში სისწრაფით დაეცემა მიზანს.გამონთავისუფლებული ენერგია 12 ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იქნება. ჯერჯერობით რაღაც პატარ-პატარა პრობლემები გადასწვეტია, თუმცა აშშ-ს შეიარაღებაში "უფლის კვერთხი" უკვე 2017-18 წლებში გამოჩნდება. 4541 10-ს მოსწონს 2-ს არა |
21-ე საუკუნეში იარაღის ჟღარუნი?????.......................!!