x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138983
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
იგავი, რომელიც "დღევანდელი უმეტესობის" პირდაპირ ასლია

ის, რომ სხვა სხვის საქმეში ბრძენია, უტყუარია. ისიც, რომ სხვის თვალში ეკალს ხედავენ, მაშინ როცა საკუთარში დირეს ვერა, დამეთანხმებით ესეც ასეა და კიდევ რამდენი მსგავსი გამონათქვამია, რომლებიც დასტურია იმისა, რაც ყოველთვის, ყველა დროში ახასიათებდათ ადამიანებს. სწორედ, რომ ჭორაობა და განკითხვა უპირველესი სენია, რომლის მოშორებაც ადამიანმა ვერა და ვერ მოახერხა. მაგალითად კი მინდა ერთი ამბავი მოგითხროდ, რომელიც მოხუცსა და მის პატარა შვილს შეემთხვა.

image

ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვოდა. მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.
— ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის, თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა. მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:
— არ გრცხვენია? უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, შენ ვირზე წამომჯდარხარ, მოხუცი კი ფეხით მოდის. ამის შემდეგ მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივემ ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა. მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.
— საწყალი ცხოველი, ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია თქვენი ტარება. მაშინ მოხუცი და ბავშვი ჩამოქვეითდნენ და ფეხით გაუძღვნენ ვირს. მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:
— ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან. აი, ნამდვილი სულელები. მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
— ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ გადაწყვიტო, რა უნდა გააკეთო.



P.S. მხოლოდ ერთი რჩევა შემიძლია გავცე: ნუ გამოიტანთ დასკვნებს ზედაპირულად და ნურასოდეს ესვრით სხვას ტალახს, შეიძლება ვერ მოახვედროთ, ხელები კი ტალახიანი დაგრჩებათ.

1
1343
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1343
  
0 1 1