სიახლეები რუსეთი "ზაპოროჟეცის" რეინკარნაციას აპირებს ქართველი პროფესორის ხელმძღვანელობით 2015, 4 მაისი, 14:06 რუსეთი ტიმიარზოვის სახელობის უნივერსიტეტის კონსტრუქტორები მუშაობენ პრინციპიალურად ახალი საოჯახო ავტომობილის შექმნაზე, რომლის სახელიც საკმაოდ ამაყად ჟღერს -«Вожак»(ბელადი).
იდეოლოგურად ავტომობილი დაემგვანება ცნობილ "ზაპოროჟეცს" და ГАЗ-69, ანუ იქნება ხელმისაწვდომი, საიმედო და ყველგანმავალი.
"Вожак"-ის ბაზაზე დაგეგმილია ორი მოდელის ავტომობილის გამოშვება.ერთი იქნება მცირელიტრაჟიანი კროსოვერი, რომელიც გარეგნულად ЗАЗ-965 ემსგავსება. აშკარაა რომ გარეგნული მსგავსება გათვლილია პოტენციური მყიდველის ნოსტალგიაზე, ხოლო მეორე იქნება ყველგანმავალი. "ის მანქანა, რომლის გამოშვებასაც ვაპირებთ ზუსტად "ზაპოროჟეცი" არ იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თუნდაც იმიტომ, რომ ზაპოროჟიეში არ დამზადდება, -განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ტიმიარზევის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ძოწენიძემ-"ზაპოროჟეცთან" მას დააკავშირებს რამდენიმე გარეგნული ნიშანი". რაც შეეხება მეორე "Вожак"-ს, ეს იქნება ГАЗ-69-ის თანამედროვე იდეის განსახიერება.ფუნქიონალური ყველგანმავალი სოფლის მაცხოვრებლებისთვის, წინასწარი გათვლებით ჩარჩოს ხარჯზე და გაბარიტების შემცირებით(3, 5 მეტრი სიგრძეში)ახალი მანქანის წონა სულ რაღაც 750 კილოგრამი იქნება. ორივე "Вожак"-ი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სისტემით და შესაძლოა ავტომატური ტრანსმისიით. ძრავის ძალის ერთეული ჯერ კიდევ განხილვის საგანია: მთავარი კანდიდატი 65-იანი ტურბოდიზელია. როგორც ძოწენიძემ განაცხადა სამუშაოს 40 % უკვე შესრულებულია, პოტენციურ ინვესტორებს ელოდებიან..ავტომობილების ფასი 300 000 რუბლზე მეტი არ იქნება. 1696 9-ს მოსწონს |
ადრე გაზ69 მყავდა, სომხეთის სამხედრო ბაზიდან ჩამოიყვანა მამაჩემმა ჩემთვის. დავდებ მერე მის სურათს.
მომეწონა და გავაზიარე.