მუსიკა 10 ცნობილი ჰიტი,რომლებიც შესაძლოა არ იცოდით რომ ქავერია 2015, 27 აპრილი, 22:09 1-I Love Rock 'N' Roll-ბრიტნის სპირსი-სიმღერა ბრიტნი სპირსმა 2001 წელს ჩაწერა და მიუხედავად საკმაოდ უგემური შესრულებისა(მით უმეტეს ვისაც სხვა ვერსიები აქვს მოსმენილი)მრავალი ქვეყნის ჰიტ-აღლუმების ზედა საფეხურებზე მოექცა, თუმცა თინეიჯერების უმეტესობამ არც იცოდა, რომ მისი ორიგინალი ჯგუფ "The Arrows" ეკუთვნის და ჩაწერა1975 წელს. 2-The Fugees - Killing Me Softly With His Song-ბევრს გახსოვთ ალბათ ეს სიმღერა დღე და ღამე ტრიალებდა ეთერში და მსოფლიოს 18 ქვეყანაში დაიკავა პირველი ადგილი..ორიგინალი ეკუთვნის Roberta Flack-ს, სიმღერა 1972 წელს იქნა ჩაწერილი. 3-Geri Halliwell - "It's Raining Men"-"სპაის გერლზის" ყოფილმა სოლისტმა სიმღერა 2001 წელს შესრულა და მყისვე ჰიტი გახდა..ორიგინალი პირველად 1982 წელს შესრულდა ჯგუფ Weather Girls-ის მიერ. 4--Metallica-"Whiskey in the Jar"-ეს სიმღერა უამრავმა შემსრულებელმა შეასრულა, თუმცა 90 იანი- წლების ბოლოს მაინც მეტალიკის შესრულებით გახდა პოპულარული და ცნობილი..თუმცა ორიგინალი ჯგუფ Thin Lizzy-ის ეკუთვნის(1973წ.) 5-Sinead O’Connor "Nothing Compares to you"-შინეიდ ო კონორმა 1989 წლის ბოლოს ჩაწერა სიმღერა და დაიპყრო ამერიკის და ევროპის ჩარტები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სიმღერა პრინცს ეკუთვნის, რომელიც თავის ჯგუფ The Family-სთვის დაწერა 1985 წელს. 6-Lenny Kravitz - "American Woman"-სიმღერა პოპულარული გახდა 1999 წელს, მით უმეტეს როცა საუნდტრეკად დაედო კომედიას "Austin Powers: The Spy Who Shagged Me"....ორიგინალი კი ეკუთვნის ჯგუფ Guess Who-ს, რომელმაც 1 ადგილი დაიკავა ბილბორდის ჩარტებში 1970 წელს. 7-Whitney Houston - "I Will Always Love You"-უიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი და ფაქტიურად სავიზიტო ბარათი, საუნდტრეკი ფილმისა „პირადი მცველი“(The Bodyguard)..თუმცა სიმღერის ორიგინალი Dolly Parton-ს ეკუთვნის-1974 წელი. 8-Judas Priest-"Diamonds and Rust"-ეს სიმღერა ფაქტიურად ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია..თუმცა ამ ლამაზი სიმღერის ორიგინალი ეკუთვნის Joan Baez-ს, რომელიც 1975 წელს დაწერა. 9-Guns N’ Roses- "Knockin' on Heaven's Door" ეს სიმღერა რომელიც ბობ დილანს ეკუთვნის უამრავმა შემსრულებელმა შეასრულა, თუმცა ხელმეორედ დიდი პოპულარობა Guns N' Roses-მა მოუტანა.ბობ დილანის ეს უკვდავი ჰიტი, რომელიც 1973 წელს დაიწერა . 2004 წელს ჟურნალ "როლინგ სტოუნზის" გამოკითხვაში ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში ამ სიმღერამ #190 ადგილი დაიკავა. 10- Natalie Imbruglia- “Torn”-1997 წლის უპირველესი ჰიტი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ავსტრალიაში.სინამდვილეში კი სიმღერა ეკუთვნის ალტერნატიულ ჯგუფ "Ednaswap"-ს ლოს-ანჯელესიდან. 125 6-ს მოსწონს
|