სხვა ვიტამინები და მათი წყაროები 2015, 27 აპრილი, 17:45 ვიტამინები სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტებია, რომლებიც ადამიანს ესაჭიროება ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის, სილამაზის, ტვინის აქტიური მუშაობის და საერთოდ, სიცოცხლის ძალების შესანარჩუნებლად:
ა - ვირამინი მხედველობის ორგანოებზე ახდენს დადებით ზეგავლენას, აუმჯობესესბს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას, სუნთქვის ორგანოებს იცავს ანთებისგან. ნატურალური სახით, ეს ვიტამინი მწვანე და ყვითელი ფერის ბოსტნეულში, რძეში და
კვერცხში. ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ვიტამინს ცხოველების ღვიძლი შეიცავს.
ბ - ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ჩვენი გონებრივი მუშაობისთვის და საჭმის მონელების სისტემისთვის. ამ ჯგუფის ვიტამინები შედის ხორბალში და ფქვილის ნაწარმებში, ასევე არაქისში, ღორის ხორცში, ბოსტნეულში და რძეში. ბ ჯგუფის ვიტამინებზე, უარყოფითად მოქმედებს თერმული დამუშავება და ბოსტნეულის მიღება საჭიროა უმი სახით.ც - ვიტამინი, შეიძლება ითქვას, რომ ვიტამინების მეფეა. ის ძლიერი ანტიოქსიტადი და სტრესთან მებრძოლია. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ასკილი. ბევრი არის ხილში და ბოსტნეულში, განსაკუთრებით, ციტრუსებში და ტკბილ წიწაკაში. დ - ვიტამინი მზის საჩვქარია. ამ ვიტამინს, ჩვენი ორგანიზმი მზის სხივების დაცემისას გამოიმუშავებს, ხოლო პროდუქტებიდან, ის არის თევზის ქონში, ქორჭილოაში, სარდინში, თინუსში და ორაგულში. აღნიშნული ვიტამინი, ადამიანის ორგანიზმში, ძვლებს ამაგრებს. ე - ვიტამინი გამაჯანსარებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის შეუცვლელია ქალებისთვის. ამ ვიტამინს ყველა მცენარეული ზეთი შეიცავს, მაგრამ არ უხდება თერმული დამუშავება. მაღალ ტემპერატურაზე ე ვიტამინი იშლება. 2225 2-ს მოსწონს
|