შოუბიზნესი სამაგალითო იქს-ფაქტორი ქეთი გუგულაშვილი 2015, 25 აპრილი, 23:02 The x-factor არის სატელევიზიო მუსიკალური კონკურსი Simon cowell-ის მიერ შექმნილი. ის მომდინარეობს გაერთიანებული სამეფოდან, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში. ესენია: ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ისრაელი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, საქართველო და სხვა. საქართველოში წელს იქს-ფაქტორი-ის მეორე სეზონი დაიწყო. აქ წარმოდგენილია ოთხი კატეგორია: ბავშვები, გოგოები, ბიჭები და ჯგუფები, რომელთაგან თითოეულ მათგანს თავისი მენტორი ჰყავს. იქს-ფაქტორი ავლენს და საშუალებას აძლევს ნიჭიერ მომღერლებს ფართოდ გააცნონ თავიანთი თავი მაყურებელს. წელს საქართველოში ბავშვების კატეგორია სიახლეა და ჟიური თვლის რომ ბავშვები გამოირჩევიან. მათ შორისაა 15 წლის ქეთი გუგულაშვილი, რომელმაც მაყურებლის ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო. მან მაყურებლის წინაშე ავსტრალიელი მომღერლის Sia-ს სიმღერა chandelier შეასრულა, რომელსაც აფორმებდა პატარა ნიტა ლომიძე. შემდეგ კი მისმა ცეკვამ უკლებრივ ყველა მოხიბლა. ქეთი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, არამარტო სიმღერაში და ცეკვაში გამოირჩევა, არამედ მათემატიკაშიც არ ყოფილა სუსტი, რადგან ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეა, იგივე კომაროველი. ქეთი ძალიან საყვარელი, ლამაზი, პოზიტიური და ნიჭიერი პიროვნებაა. მას შემდეგ რაც მესამე საკონკურსო დღე ეთერში გავიდა მან სახელი გაითქვა. გარდა პოპულარობისა მას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. სოციალურ ქსელში შეიქმნა მხარდასაჭერი გვერდები, რომლებიც უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ მის მიმართ. "აი ეს არის სამაგალითო იქს-ფაქტორი" სწორედ ამ სიტყვებით აფასებს თამთა გოდუაძე უნიჭიერეს ქეთის. მან ოთხი კი მოიპოვა და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში. 82 2-ს მოსწონს
|