x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ღვიძლის გაწმენდა ზეითუნის ზეთით - კარგი ჯანმრთელობის უტყუარი გარანტია
ღვიძლის გაწმენდა
ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე (დაახლოებით, 1, 5 კგ.-ს იწონის) და ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. შეიძლება ითქვას, რომ ღვიძლი, ჩვენს ორგანიზმში მომუშავე „ფაბრიკაა“, რომელიც 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. მათ შორის, ფილტრავს სისხლს და გამოიმუშავებს ნაღველს. ეს ორი ფუნქცია უკვე საკმარისია, იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა, თუ არა მასზე ზრუნვა ანუ მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავება.

თუ ქვემოთ აღწერილ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ, თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი - ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ეს წამალი, შეგიძლიათ, მუდმივად მიიღოთ.

ყოველდღიურად, უზმოზე მიიღეთ ნახევარ ლიმონის წვენში გახსნილი 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მზესუმზირის ან სიმინდის ზეთით).

ეს წამალი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი, წმენს ღვიძლის ყველა სადენს, გამოჰყავს ორგანოდან მავნე ნივთიერებაბი.


თავის მხრივ, ზეითუნის ზეთი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

წამლის მეორე კომპონენტი - ლიმონის წვენი, დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და სასუნთ გზებზე, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე, შლის მარილებს შარდსადენებში და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.

ლიმონის წვენის ჩანაცვლება, შეიძლება მოცვის (აქვს დეზიმფექციისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამაღლებს ორგანიზმის ენერგეტიკას) ან გრეიფუტის (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ქვემოთ წევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას) წვენით.

ყოველდღიურად თუ მიიღებთ ზემოთ აღნიშნულ ნაერთს, ღვიძლის გაწმენდაასთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ საჭლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და კანი გაგისუფთავდებათ. ის უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.



6
5075
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5075
  
2017, 11 ივნისი, 10:17
ის საბჭოთა დრო იყო და მაგ მცენარისადმი დამოკიდებულებაც განსხვავდებოდა. დღეს მარიხუანა თითქმის დეკრიმინილებულია :)
რაც შეეხება ლიცენზიას, მაგაზეც ვესაუბრე ადვოკატს. მისი აღება არც ისე ადვილი ყოფილა და გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. და თუ საქმე მედიკამენტს ეხება, კიდევ უფრო რთულდება ყველაფერი. შეიძლება, იურიდიული ასპექტები მოაგვაროთ, მაგრამ პრეპარატის შემოწმების შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ დადებითი დასკვნა არ დადოს და მაშინ, გაწეული ხარჯი დაგეკარგებათ.
2017, 10 ივნისი, 21:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2017, 10 ივნისი, 9:13
დიდი განძის მფლობელი ყოფილხართ. თუ ეგ წამალი მალფუჭებადი არ არის, იქნებ ლიცენზია აიღოთ და წარმოებაში ჩაუშვათ? ამით ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარებით. ვიცი, რომ შაქრიანებს განსაკუთრებული პრობლემა თითებთან დაკავშირებით აქვთ და ალბათ, მათთვისაც სასარგებლო იქნება.
2017, 10 ივნისი, 8:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2017, 9 ივნისი, 9:52
ძალიან კარგი რჩევაა, მხოლოდ იმის დამატება მინდა, რომ ეს ზეთი აფთიაქში, olio di canapa სახელით იყიდება და საქართველოში თუ არის არ ვიცი.
2017, 9 ივნისი, 9:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6