x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"PEOPLE" -მა 2015 წლის ულამაზესი ქალბატონი გამოავლინა
imageჰოლივუდის მსახიობი და "ოსკარის " მფლობელი, 50 წლის სანდრა ბულოკი წლის ყველაზე ლამაზ ქალბატონად დაასახელა ჟურნალმა People-მა.


როგორც გამოცემამ აღნიშნა მსახიობმა არ მიიღო სერიოზულად თავის გარეგნობის ასე დაფასება.

თვითონ ბულოკმა გაიგო რა ამის შესახებ გულიანად გაიცინა, მადლობა მოუხადა გამოცემას და აღნიშნა, რომ მისთვის ამაჟამად ყველაზე დიდი ბედნიერება შვილის აღზრდაა.


image


გამოცემამ აღნიშნა, რომ მსახიობი სანდრა ბულოკი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

მთლიანად წლის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულზე 192 ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო დასახელებული.


სანდრამ გადაუსწრო 19 წლის მოდელს ჯიჯი ჰადიდს და მსახიობ ტარანჯი ჰენსონს.


ჟურნალი People-ი ყოველწლიურად ირჩევს წლის ყველაზე ლამაზ ქალს, შარშან გამარჯვებული იყო მსახიობი ლუპიტა ნიონგო.



0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0