კალათბურთი დანკანმა პლეი ოფში 5000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა 2015, 23 აპრილი, 14:47 “სან ანტონიოს” ფორვარდი ტიმ დანკანი ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც 5000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა. გამთენიისას “სან ანტონიომ” “კლიპერსს” 111:107 მოუგო და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ტეხასელთა გამარჯვებაში ტიმმა ლომის წილი დაიდო. მან მეტოქეს 28 ქულა ჩაუგდო. ამ მატჩამდე დანკანს ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში 4999 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო “კლიპერსთან” მატჩის შემდეგ 5027 ქულა გაუხდა. მაიკლ ჯორდანი 5987 ქულა ლაშა ქოიავა 33 1-ს მოსწონს
|