შოუბიზნესი ბიონსეს დედაც, გათხოვდა! 2015, 21 აპრილი, 17:59
ბიონსეს და სოლანჟს დედა გაუთხოვდათ!
გასულ კვირას, 61 წლის თინა ნოულზი, 68 წლის მსახიობ რიჩარდ ლოსონზე გათხოვდა. საქორწინო ცერემონია, კალიფორნიის მახლობლად, იახტაზე გაიმართა და ოჯახის ტრადიციისამებრ, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. პატარძალს Romona Keveza-ს თეთრი კაბა ემოსა, თეთრი ფერი გახლდათ ასევე ინტერიერი და სიძის სამოსიც. ქორწილს ქალიშვილები, ოჯახებთან ერთად ესწრებოდნენ! ვარსკვლავი შვილების დედა, მათი პოპულარობის ჩრდილში არასდროს მოქცეულა. თინა ნოულზი ცნობილი დიზაინერია. ის, ბიოსესთან ერთად, ფლობს ცნობილ ბრენდებს House of Dereon და Miss Tina by Tina Knowles-ს! თინასთვის ეს მეორე ქორწინებაა. 2011 წელს ის ბიონსეს მამას გაშორდა! მალევე პრესის ყურადღება ტეხასში, საკუთარი სახლის, საკუთარი ძალებით, სარფიანად გაყიდვით მიიქცია! 55 7-ს მოსწონს
|