x
image
ირინა ნადაშვილი
კენზო
1939 წლის 27 თებერვალს იაპონიაში, პროვინცია ჰიოგოში, ჩაის სახლის მეპატრონის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელმაც სულ მალე, "მოდის ოლიმპო" – პარიზი, უკონკურენტოდ დაიპყრო...


imageimage

















ტაკადა კენზო - მაგიური არომატების და აზიური სტილის მბრძანებელი, როგორც ამბობენ ყველაზე უფრო " ევროპელი აზიელი", 19 წლის ასაკში პირველი მამაკაცი მოდელიორი გახდა, ამავე პროფილის უძველეს იაპონურ სკოლაში - Bunka Gakuen.


1960 წელს გაიმარჯვა პრესტიჟულ ეროვნულ კონკურსში - Soen, და დაიწყო შეკვეთით მუშაობა ქალთა სამოსზე, ელიტური ქსელისთვის - Sanai.



წარმატებამაც არ დააგვიანა!


image


როგორც კი შანსი გუჩნდა ოცნება აისრულა და ახალგაზრდა მოდელიორი პარიზში გადასახლდა.

მოგვიანებით კი კენზო იტყვის: "მსოფლიოს არც ერთ კუთხეში თავი ისე კარგად არ მიგრძვნია, როგორც პარიზში, აქ ყოველი ქვა, ყველა ღრუბელი, ყოველი გამვლელი მეხმარება ჩემს შემოქმედებაში. მაგრამ გულის სიღრმეში იაპონელად დავრჩი და ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, ტოკიოში დავრჩებოდი !"




პარიზში კი ცხოვრობდა მგრამ პარიზული ყოფის ბევრი არაფერი გაეგებოდა; არც ენა იცოდა და არც მუდმივი სამსახური ჰქონდა. მაშინ ბევრი იფიქრა და სამოდელო კარიერის კიმონოებით დაწყება გადაწყვიტა.


image

"იაპონური თეატრივით ძალიან ფერადი კიმონოები ავირჩიე და მისი დასავლურ სამოსთან შერწყმა გადავწყვიტე". - იხსენებს კენზო.


image

შედეგად კი მალე სრულიად ევროპამ ტანზე მოირგო დაჩითული ნახატები და კაშკაშა ყვავილები ქვედაკაბებზე, გრძელი ფართო პიჯაკები, მუხლამდე შორტები, მინი პალტოები, კაბა-სვიტერები, უზარმაზარი ვარდებიანი ბერეტები და სახელო კიმონოები..


image

პირველ ჩვენებაზე 50-ოდე ადამიანი მივიდა.

დარბაზმა იხილა რა, ბამბის უცნაური ფორმის სამოსი, ერთბაშად ყველას იუმორის გრძნობა დაეუფლა და ერთხანს ირგვლივ თავშუკავებელი ხარხარიც ატყდა...


image

მაგრამ მალე, გლამურის ბრწყინვალებით დაქანცული ევროპა, კენზოს ფერადოვან სამოსში გამოეწყო..


კენზომ უარჰყო: ვიწრო თარგები, ელვა-შესაკრავები და ღილები.


თავისუფალი თარგი, ფრანგული პეწი და ამერიკელი ე.წ. "ლიბერთი სტილი" ერთმანეთს უბადლოდ შეუხამა!

რასაც მოგვიანებით ექსპერტები ასე შეაფასებენ: "კენზოს ნებისმიერი ნივთი ექსპერიმენტია, რომელშიც ბუნება - ხელოვნებას, აღმოსავლური ტრადიცია კი დასავლურ სტილს ერწყმის"


დღეს "კენზო" ერთერთი ყველაზე დახვეწილი ბრენდია...


image


”ეგზოტიკა - მე თავად ვარ”, ამბობს დიზაინერი საკუთარ თავზე.

რუხი ფერი - ზამთარში, ცისფერი - გაზაფხულზე, მაქმანი - საღამოს კაბებზე და არა უმეტეს სამი ფერისა!.


როგორც ამბობენ, ტაკადა მარტივად სცნობს ქალების სურვილებს: "მათ სურთ, ჩიტებივით თავისუფალი, საკურას ყვავილივით განუმეორებელი, ძალდაუტანებელი და თან კადნიერები იყვნენ"...


აი მისი წარმატების სადუმლოც!








3
110
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
110
  
2013, 24 ივლისი, 16:52
კითხვა ეზარებათ და ნახვაც ,რას იზავ
2013, 24 ივლისი, 16:51
მადლობა საყვარელო.... ეს მეც მომწონს ძალიან მაგრამ ნახე რა არაეიტინგულია?!... სამწუხაროდ... :((
2013, 24 ივლისი, 16:50
ესეთი ნიუსების ავტორს რომ დაბლოკავ!!! ...მომწონს ძალიაააანნნ
0 1 3