შოუბიზნესი ახალი სკანდალი იურმალას ფესტივალზე! (+ფოტოები) 2013, 1 აგვისტო, 22:01
იურმალას, "ახალი ტალღის" შედეგების ირგვლივ, ხმაური გრძელდება! ესესაა, ინტერნეტ სივრცეში, ახალი ინფორმაცია გავრცელდა ფესტივალის არაობიექტურობაზე.
ზოგადად წლევანდელი ფესტივალი, საოცრად სკანდალური გამოვიდა. ჭორებმაც არ დაახანეს: ჯერ იყო და ტოტო კუტუნიო ისე დათვრა, ჟიურიდან მოხსნეს და მის ადგილას, იოსიფ კობზონი უნდა მიიწვიონო; მერე, იგორ კრუტოის იურმალადან ფესტივალის სხვა ქალაქში გადატანა უნდაო, რაიმონდ პაუსი გაიბუტა და კონკურსი მიატოვაო... და ა.შ. სულ ახლახანს კი, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია რომ გრანპრის მფლობელი რობერტო კელ ტორესი, თურმე ობიექტური შედეგებით არ გამხდარა გამარჯვებული; არც რუსული ენა არ უსწავლია ასე კარგად, ორ კვირაში, იურმალაში, ის დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. კუბელი კონკურსანტი "მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტის" სტუდენტია, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით არ გამოირჩეოდა, ჟიური მაინც ინტენსიურად უწერდა უმაღლეს შეფასებებს... მიზეზად კი კორტესის პედაგოგების ჟიურიში ყოფნა დასახელდა... 3452 11-ს მოსწონს 2-ს არა
|