სხვა გოგონები,რომლებიც ცოცხალ თოჯინებად იქცნენ 2015, 21 აპრილი, 14:03 ლტოლვა იმისკენ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს ქალი ბუნებრივია და დასაფასებელიც.
გოგონების უმეტესობა პატარაობიდანვე სილამაზის სულ სხვა ეტალონს ხედავენ:ესაა თოჯინა ბარბი და არიან მსოფლიოში გოგონები, რომლებიც როდესაც ზრდასრული გახდნენ შეიქმნენ უტრირებული სილამაზის მსხვერპლნი.
ისინი იცლიან ნეკნებს, იდიდებენ მკერდს და კილოგრამობით ფერუმარილს იცხებენ, რომ თოჯინა ბარბის დაემსგავსონ. ქვემოთ გაეცნობით იმ 10 გოგონას, რომელიც ცოცხალ თოჯინად იქცა. 1-ვალერია ლუკიანოვა-"ოდესელი ბარბი", გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში.გოგონა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს ბარბის იყენებს კონტაქტურ ლინზებს და ისმევს მაკიაჟს. მკერდი 2 ზომით გაიდიდა. 2-ვენუს ანჟელიკი-გოგონა 2 წელი ცხოვრობდა იაპონიაში და ეს მის გარეგნობაზეც აისახა.მას ძალიან საინტერესო ხმა და აქცენტი აქვს.შეუძლია ლაპარაკი 5 ენაზე. 3-დაკოტა როუზი-ამერიკელი გოგონამ თავის გარეგნობით ინტერნეტი დაიპყრო.ნიკი Kotakoti-ით იგი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში. 4-ალინა კოვალევსკაია-კიდევ ერთი ოდესელი ბარბი.სხვა "ბარბებისგან" განსხვავებით იგი არ ცდილობს თავის სხეულის პროპორციები თოჯინას მიუახლოვოს.მას ძირითადი აქცენტი მხოლოდ მაკიაჟზე გადააქვს. 5-ანსტასია შპაგინა-ესეც ოდესელი გახლავთ, მოკლედ გამოდის, რომ ოდესა "ცოცხალი ბარბების ქარხანაა".მას თაყვანისმცემლები იცნობენ სახელით "ყვავილების ფერია", გოგონა ყოველდღიურად 2 საათს უთმობს მაკიაჟს. 6-ოლგა ოლეინიკი-ვალერია ლუკიანოვას მეგობარი, ამ გოგოს ფანატები "უცხოპლანეტიდან ჩამოსულს" უწოდებენ.აქვს პალასტიკური ოპერაციები გაკეთებული .პროფესიით მხატვარი და მოდელიორია. 7-ვან ჯაგუნი-ჩინელი ბარბი, მისმა ბუნჩულა გარეგნობამ უაღრესად პოპულარული გახადა, როგორც მშობლიურ ჩინეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. 8-ანჟელიკა ბარბოვა-მოსკოვიდანაა, საკმაოდ მდიდრულ ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდანვე განებივრებული იყო მშობლებისგან, ეწევა გლამურ ცხოვრებას.ანჟელიკა მთელს მსოფლიოში ცნობილია "რუსული ბარბის" სახელით. 9-ვანილა ჩადუ-იაპონელმა მოდელმა 102 000 $ დახარჯა პლასტიკურ ქირურგებთან იმის გულისთვის, რომ ბარბის დამსგავსებოდა.ამასთანავე რასობრივადაც გარდაიქმნა.ტიპიური აზიური წვრილთვალება ქალიდან ევროპელ ბარბი თოჯინად იქცა.მისი იდეალი ფრანგული თოჯინები იყო. 10-ალოდია -ფილიპინელი ბარბი.მან იმით გაითქვა სახელი, რომ იცმევს კომპიუტერული თამაშების და მულტფილმების გმირების კოსტუმებს.გოგონა საკმაოდ ტალანტურია და ერთბაშად რამდენიმე პროფესიას ფლობს.იგი მსახიობია, მომღერალი მოდელი და ტელეწამყვანი.გოგონა ამტკიცებს, რომ პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. ბონუსად გაგაცნობთ ერთ ბრაზილიელ ყმაწვილს, რომელიც საკუთარ სათამაშოებს აწარმოებს. 20 წლის კელსო სანტიბანესი მოდელია და თან საკუთარ სათამაშოებს აწარმოებს. რეალიტი შოუში მონაწილეობისთვი მან დახარჯა 50 000$ იმისთვის, რომ თოჯინა ბარბის ბოიფრენდს დამსგავსებოდა.როგორც თვითონ კელსომ განაცხადა, გამხდარიყო კაცი თოჯინა შთააგონა ოჯახმა, რომლებიც გამუდმებით ეუბნებოდნენ რომ ძალიან წააგავდა კენის. 206 6-ს მოსწონს |
მიბაძვით გამოწვეული რაღაც ავადმყოფობაა ალბათ.