x
image
მანჩო 777
თორმეტი ყველაზე უცნაური ფორმის კუნძული დედამიწაზე
ჩვევად გაქვთ უყუროთ უცნაური ფორმის ღრუბლებსა და ჩრდილებს, ან თუნდაც ნამცხვრის ნამცეცებს და შეადგინოთ მათგან სხვადასხვა ნაცნობი ფიგურები? ზუსტად იგივენაირად შეიძლება სხვა თვალით შეხედოთ მსოფლიო ოკეანეში გაბნეულ კუნძულებს. თუ მათ სხვადასხვა კუთხიდან შევხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ ზოგი მათგანი ცხენს ჰგავს, ზოგი- ვერტმფრენს, ზოგიც კიდევ- გულს.

სწორედ ასეთ კუნძულებზე გვექნება საუბარი დღევანდელ პოსტში. მაშ

ასე, წარმოგიდგენთ თორმეტ ყველაზე უცნაური ფორმის კუნძულს დედამიწაზე.


1. თევზის ფორმის კუნძული, ხორვატია



image

თუკი ხორვატიაში სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი ულამაზესი კუნძულის ბრიონის ხილვისა. ეს არის 14 პატარა კუნძულისაგან შემდგარი არქიპელაგი ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. არქიპელაგი მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი არქიტექტურული და კულტურული ძეგლის სამშობლოა. მაგალითად, ერთ - ერთ მათგანზე აღმოჩენილია დინოზავრის 200 ნაკვალევი, ხოლო კუნძული გაზი ტურისტებს იზიდავს უჩვეულო, თევზისმაგვარი ფორმით.



2. სმაილის ფორმის კუნძულების ჯგუფი, მალაიზია


image

თუ მალაიზიის ქალაქ კოტა-კინაბალუში მიფრინავთ, ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე აუცილებლად შენიშნავთ სასიამოვნო ღიმილს, რომელსაც კუნძულები მანუკანი, მამუტიკი და სულანი ქმნიან. ესაა ულამაზესი კუნძულები შესანიშნავი პლაჟებით და მარჯნის რიფებით. განსაკუთრებული პოპულარობით ისინი წყალქვეშა ცურვის მოყვარულებში სარგებლობენ.



3. ზღვის ცხენის ფორმის კუნძული, გალაპაგოსი, ეკვადორი


image

4640 კვადრატული მეტრი ფართობის კუნძული იზაბელა გალაპაგოსის არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულად ითვლება. კუნძული მილიონი წლის წინ წარმოიქმნა ექვსი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. კუნძული იზაბელა ველური კუებითაა დასახლებული. ეს არის კუნძული, სადაც დედამიწაზე ყველაზე მეტი კუა თავმოყრილი.



4. პენისის ფორმის კინძული, ფიჯი


image

დიახ, დიახ, სულაც არ მოგესმათ... ფალოსის ფორმისმაგვარი ტროპიკული კუნძული მავუვა სინამდვილეში არსებობს და ის პოპულარულ საკურორტო სამოთხეში - ფიჯიზე მდებარეობს. მავუვა გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით და მსოფლიოში სიდიდით მესამე ბარიერული რიფია.



5. გულის ფორმის კუნძული, ფიჯი


image


ტავარუა-გულის ფორმის კუნძულია, რომელიც ფიჯის ყველაზე დიდ კუნძულ ვიტი-ლევუსთან ახლოს მდებარეობს. ის ნამდვილი სამოთხეა სერფინგის, სპორტული თევზაობის, დაივინგის და ბაიდარებზე ცურვის მოყვარულთათვის. კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით.



6. კუნძული-ბუმერანგი, სპრატლის კუნძულების ჯგუფი


image

ბუმერანგის ფორმის ხმელეთის ეს ნაწილი სპრატლის კუნძულების ჯგუფს ეკუთვნის. ის შეიცავს 750-ზე მეტ მარჯნის რიფს, პატარა კუნძულებს და ატოლებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ბუმერანგის ფორმის კუნძული სპრატლის სხვა კუნძულებთან ერთად რამოდენიმე სახელმწიფოს (ფილიპინების, ჩინეთის, ვიეტნამის) დავის საგანს წარმოადგენს, რადგან უჩვეულო ფორმის გარდა, ის მდიდარია ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოებით.



7. ნახევარმთვარის ფორმის კუნძული, ჰავაი, აშშ


image


მოლოკინი- ნახევარმთვარის ფორმის ჩამქრალი ვულკანია, რომელიც სანახევროდ დაფარულია წყლით. ესაა საზღვაო ნაკრძალი მშვენიერი მარჯნის რიფებით და მდიდარი ფაუნით. აქ ცხოვრობს 200-მდე სახეობის თევზი, მათ შორის ზვიგენის უიშვიათესი ჯიში-ვეშაპისებრი ზვიგენი. ფრიალა ფერდობებზე, რომლებიც გარს აკრავს მოლოკინს, ხარობს 50-მდე ჯიშის მცენარე და ბუდობს უამრავი იშვიათი ჯიშის ფრინველი.



8. ნიანგის ფორმის კუნძული, ფილიპინები


image

ფილიპინები ცნობილია უზარმაზარი ნიანგებით და კიდევ, აქ მდებარეობს კუნძული, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ეს უცნაური რეპტილია. ნიანგის კუნძული თავისი თეთრი ქვიშით ერთ-ერთი საუცხოო ადგილია დაივინგისათვის (საინტერესოა, ნიანგის კუნძულეზე ნიანგები არ ცხოვრობენ? მაშინ აქ დაივინგი არც ისე უსაფრთხო იქნებოდა).



9. დელფინის ფორმის კუნძული, იტალია


image

დელფინის ფორმის სირინოზების კუნძული მდებარეპობს სამხრეთ იტალიაში, კვიპროსს და პოზიტანოს შორის. სირინოზის კუნძული მას ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ლეგენდის გამო, რომლის მიხედვითაც სწორედ აქ მოხიბლეს და დაატყვევეს სირონოზებმა თავიანთი ჯადოსნური ხმით სახლისაკენ მიმავალი ულისი. ამჟამად კუნძული სავსეა სასტუმოროებითა და კურორტებით. ის იდეალური ადგილია წყალქვეშა ცურვისათვის.




10. კუნძული-პიცა, პორტუგალია


image


თუ ამ პატარა სამოთხეს, ცნობილს სახელით ვილა-ფრანკა, დუ-კამპუ, ზემოდან დავაკვირდებით, ის ნამდვილად მოგვაგონებს პიცის ნაჭერს შუაში უზარმაზარი ძეხვით. კუნძულზე კარგად ჩანს ჩამქრალი ვულკანის კრატერი და იდეალური წრის ფორმის ტბა, რომელიც ზღვას ვიწრო არხით უერთდება. კუნძული-პიცა უფრო მოზრდილ კუნძულ სან-მიგელთან ახლოს მდებარეობს.



11. ვერტმფრენის ფორმის კუნძული, ფილიპინები


image

კუნძული დილუმაკადი, რომელიც ფალავანის კუნძულების შემადგენლობაში შედის, ტურისტების ყურადღებას იპყობს იმით, რომ ის ძალიან წააგავს პროპელერის გარეშე დარჩენილ ვერტმფრენს. კუნძული დაფარულია ხეობებით და ხშირი ტროპიკული ტყით, გარშემო კი შემოსაზღვრულია თეთრი ქვიშის პლაჟით.



12. კუს კუნძული, ტაივანი


image

კუნძული გოიუშანი ან როგორც მას უწოდებენ, კუს კუნძული ერთადერთი მოქმედი ვულკანია ტაივანზე. გოიუშანი არამარტო თავისი უცნაური ფორმითაა ცნობილი, არამედ ესაა ულამაზესი ადგილი, რომელიც ტურისტებს იზიდავს იმით, რომ აქ შესაძლებელია ვეშაპებზე დაკვირვება.

0
640
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0