x
image
natia.a
"მყიფე საჩუქრები" - იგავი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ
imageერთხელ, ერთ სოფელში მოხუცი ბრძენი დასახლდა. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრ დროს ატარებდა მათთან. საჩუქრებსაც ჩუქნიდა, მაგრამ მხოლოდ მყიფე სათამაშოებს. ბავშვები ყველანაირად ცდილობდნენ ნაჩუქარ ნივთებს ფაქიზად მოპყრობოდნენ, მაგრამ სათამაშოები მალე ტყდებოდა. გულდაწყვეტილი ბავშვები ტიროდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბრძენი ისევ ჩუქნიდა საჩუქრებს, თუმცა კიდევ უფრო მყფეს.


და ასე გრძელდებოდა...


ერთხელაც, ბავშვების მშობლებმა ვეღარ მოითმინეს და ბრძენკაცს უსაყვედურეს:


— შენ ბრძენი ხარ და ვიცით, რომ ჩვენს შვილებს მხოლოდ სიკეთეს უსურვებ. მაგრამ რატომ ჩუქნი ასეთ მყიფე ნივთებს? პატარები ძალიან ცდილობენ, მაგრამ საჩუქრები მაინც ტყდება და ბავშვებიც ტირიან. არადა ისეთი ლამაზი სათამაშოებია, რომ შეუძლებელია თამაში არ მოგინდეს.



ბრძენს გაეღიმა და უპასუხა:


— გავა სულ რამდენიმე წელიწადი და ვიღაც მათ საკუთარ გულს აჩუქებს. იქნებ ჩემმა მყიფე სათამაშოებმა ასწავლოს მათ ასეთ ფასდაუდებელ საჩუქართან ფაქიზი მოპყრობა.


image

2
272
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
272
  
2015, 15 აპრილი, 23:28
მადლობა :)
2015, 15 აპრილი, 23:19
ვაუ :):): კაი იყოო
0 1 2