x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
გოგონა, რომლის ისტორიამაც მთელი საქართველო აატირა (+პირადი ფოტოები)
image

სატელევიზიო მეგაშოუს "იქს ფაქტორის" 17 წლის კონკურსანტი ელენე ლოლაძე, სულ რაღაც ერთ დღეში გახდა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი. ულამაზესმა ელენემ შეძლო და ყველას შეაყვარა თავი ასეთ მცირე დროში. გაირკვა, რომ გოგონას სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ გარდაეცვალა მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ქალი იდეალი-დედა, რაც ელენესთვის ძალიან მტკივნეული იყო და არის. მას როგორც ჩანს, სურდა დედის სურვილი აესრულებინა და მიეღო მონაწილეობა "იქს ფაქტორის" მსგავს პროექტში და მან მართლაც გააკეთა ეს, გავიდა სცენაზე და ყველას გაუზიარა თავისი ემოციები, ყველას დაანახა ის დიდი ტკივილი, რომელსაც გულით ატარებს და ყველა მოხიბლა თავისი ტკბილი ხმით. მშვენიერ ელენეს სჯერა, რომ თავისი ხმა დედას მიაწვდინა და აუსრულა სურვილი. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა მოიხიბლა ამ გოგონათი და გულგრილი არავინ დატოვა. ამას უნდა დავურთოთ მისი გარეგნობა, გულახდილობა და თავმდაბლობა, რაც მაყურებელმა ნამდვილად დაინახა და დააფასა მასში. მისმა ისტორიამ და ემოციურობამ კი ყველა აატირა, როგორც ტელეეკრანებთან, ისე დარბაზში. "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრებიც აღფრთოვანდნენ ელენე ლოლაძის გამოსვლით. გიორგი გაბუნიამ კი მის გამოსვლას ასეთი შეფასება გაუკეთა:

"დედა არ ცდებოდა რომ უნდოდა სცენაზე გამოსულიყავი, კარგი ქენი რომ მოხვედი. შეუძლებელია მას ასეთი ნამღერი არ გაეგო."

ელენე თაყვანისმცემლების რაოდენობას სრულიადაც არ უჩიოდა, მაგრამ მისი სცენაზე გამოსვლის შემდეგ მათი რიცხვი გაორმაგდა და გაასმაგდა.


წარმატებები ვუსურვოთ ელენე ლოლაძეს!!! ის ამას ნამდვილად იმსახურებს და ვუსურვოთ, რომ ფინალამდე მიეღწიოს!

ახლა კი ვნახოთ პირადი ფოტოები ელენეს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდიდან.

imageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
1765
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1765
  
2015, 15 აპრილი, 19:20
ახლა ამას გააპიარებენ და ეს მოიგებს :D კიდე კაი ტელევიზორს არ ვუყურებ :D
0 1 1