x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
განო მელითაური ჟურნალისტებს მიმართავს-"იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა"...

image


კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით მადლობას უხდის მთელ საზოგადოებას თანაგრძნობისთვის და ჟურნალისტებს მიმართავს:

"ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო, დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის...
ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში, გული მწყდება, არ მეგონა, თუ ფეისბუქზე შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა!
მადლობა ყველას..."imageimage
imageimage


1
546
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
546
  
2015, 15 აპრილი, 0:43
აუ ძაან დამწყდა გული ამ ადამიანის სიკვდილის ამბავი ,რომ გავიგე .თითქოს ახლობელი დავკარგე.............
0 1 1