x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთში დედამ შვილი ნიანგის კლანჭებისგან დაიხსნა
imageგასულ კვირას დედამ არ მისცა საშუალება ნიანგს სადილად თავის ქალიშვილი გადაესანსლა.


დედა-შვილი მდინარის სანაპიროზე რეცხავდა სარეცხს ქალაქ ვადოდარასთან.


მოულოდნელად მდინარიდან თავი ამოყო ნიანგმა, 19 წლის კანტუ ვანკარს მარჯვენა ფეხში ჩაეჭიდა და წყალში მიათრევდა.


გოგონას განწირულ კივილს იქვე ახლოში მყოფი დედამისი გამოენთო და შვილის საშველად გაეშურა.


ქალი 10 წუთის განმავლობაში მთელი ძალით ურტყავდა ნიანგს იმ ფიცარს, რომელსაც ტანსაცმლის გასარეცხად იყენებდა.

imageსაბოლოოდ ნიანგი გოგონას შეეშვა და უკან დაიხია.19 წლის გოგონას ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთი მამაცი და თავგანწირული დედა ჰყავს, კანტუს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გოგონას მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმა აქვს ფეხზე.


image


1
102
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
2015, 10 აპრილი, 19:48
სულ მახსენდება სიტყვები----ქალი სუსტია,მაგრამ დედაა ძლიერი
0 1 1