x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნანუკა ჟორჟოლიანი: გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძის ოთხ მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს

image"გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძის ოთხ მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს, "–ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.


"ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ეს აბულაძეზე მორალური ზემოქმედების გამო გააკეთა. მორალისტებმა რაც არ უნდა ჩამქოლონ, არ გავაკრიტიკებ პოლიციას! მაგრამ კითხვა მაქვს რა. ვთქვათ დავიჯერე რასაც პროკურატურა ამბობს, რომ გოგა ონიანმა კრიმინალს ნარკოტიკი ჩაუდო და ბრალიც წაუყენეს. ან, ის რომ სოდი კრიმინალებს ამ გზით იჭერდა წარსულში. მათი "ჩადებული" ნარკოტიკი რატომ არის დანაშაული და თქვენი "ჩადებული" ნარკოტიკი აუცილებელი და საჭირო ხერხიც, კრიმინალის დასაკავებლად?! ანუ, რატომ მოსულა თქვენთვის ის, რისთვის სხვებს დევნით?!, "-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
257
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0