კინო ინტერსტელარი - INTERSTELLAR 2015, 5 აპრილი, 22:59 კრისტოფერ ნოლანის ფილმებით თავიდანვე აღვფრთოვანდი თუმცა როდესაც ეს ფილმი გამოვიდა ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე რადგან როდესაც, გენიოსი რეჟისორები ჰქმნიან გენიალურ ფილმებს დგება დრო როდესაც უნდა მოკვდეს მისი გენია ცოტა ხნით მაინც თუმცა ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. თავიდანვე ვთქვი რომ ძალიან მომწონს ნოლანის ფილმები . დაწყებული დაბალბიუჯეტიანი ნამუშევრებიდან და გაგრძელებული სამეცნიერო თუ საყოფაცხოვრებო ფანტასტიკებით თუმცა როდესაც გავიგე რომ ნოლანის ფილმი კვატურ ფიზიკას შეეხებოდა ძალიან გამიხარდა. რადგან ასევე გულშემატკივარი ვარ კვატური ფიზიკის დარგში მომუშავე ფიზიკოსების და თავადაც დაინტერესებული ვარ ამ საკითხით (მოყვარულს როგორც შეეფერება) . ხოდა დადგა დღე და სკეპტიკურად განწყობილი მე ჩავუჯექი ფილმს რომელიც მეგონა რომ კარგი არ უნდა გამოსულიყო. ნუ რა თქმა უნდა რთული წარმოსადგენი იყო სადმე მაკკონახი მენახა ცუდ ფილმში მაგრამ მაინც მეგონა რომ ეს ფილმი ნოლანის მოყვარულებს აუცილებლად გაუცრუებდა იმედს. და აი დაიწყო ფილმიც.. ( ფილმის შინაარს არ მოვყვები ) ფილმის მიმდინარეობისას თავიდან მეგონა რომ რაღაცეებს ვხვდებოდი თუმცა ბოლოში გაირკვა რომ მე საერთოდ არ ვიყავი შინაარსთან .. საბოლოო ჯამში მე გადავედი მთლიანად იმ სამყაროში, შევედი მთლიანად იმ რეალობაში თუ ირეალურობაში რომელსაც გვთავაზობდა ნოლანი და მივხვდი რომ ეს ის ფილმი იყო რომელიც უბრალოდ ძაან მაგარი იყო. ფილმმა იმდენად ჩამითრია რომ არ მინდოდა დასრულებულიყო და მიუხედავად იმისა რომ ფილმი კარგად დასრულდა ცრემლი მაინც მომადგა თვალთ. ამ ყველაფერს კი ეხლა იმიტომ ვწერ რომ უბრალოდ .. მინდა რომ სულ უბრალოდ ჩართოდ და უყუროთ ამ ჩემთვის შესანიშნავ ფილმს. 100 2-ს მოსწონს
|