მუსიკა ანსამბლ 75-ის ყოფილ სოლისტს უჩა კორძაიას დახმარება სჭირდება 2015, 4 აპრილი, 13:19 ანსამბლ 75-ის ყოფილ წევრს საქსოფონისტს, უჩა კორძაიას, რომელმაც მსმენელს თავი დაამახსოვრა ისეთი შესანიშნავი სიმღერებით როგორებიცაა "ბაკურიანი" და "სიმღერა ქუთაისზე"(ემიგრანტები) დახმარება სჭირდება.იგი ლიპომათია(ცხიმოვანი სიმსივნე) დაავადებული.ამის შესახებ იუწყებიან ჯგუფ 75-ის ყოფილი სოლისტები ბესიკ კალანდაძე და კობა ბეჟიტაშვილი.ისინი საზოგადოებისგან თანადგომას ითხოვენ. "ძვირფასო მეგობრებო თანამემამულენო, ანსამბლ 75-ის სოლისტს უჩა კორძაიას ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება.საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი დაავადებულია ლიპომით.ამ ეტაპზე უჩა კორძაია საჭიროებს საზოგადოების დახმარებას, რათა მან შეძლოს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის და სავალდებულო პროცედურების ჩატარება.ყოველგვარი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს." წინასწარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის.via75 -კობა ბეჟიტაშვილი, ბესო კალანდაძე. 2007 4-ს მოსწონს
|