სხვა დაკარგული ამერიკელი მეთევზე 66 დღის შემდეგ იპოვეს ატლანტიკის ოკეანეში 2015, 3 აპრილი, 19:00 ამერიკელი მეთევზე 66 დღის განმავლობაში ლივლივებდა დაზიანებული ნავით ატლანტიკის ოკეანეში.საბედნიეროდ მეთევზე შეამჩნია გერმანულმა კონტეინერების მზიდავმა გემმა და მისი გადარჩენის ოპერაციაც დაიწყო.
ამა წლის იანვარში 37 წლის მეთევეზე ლუის ჯორდანი(Louis Jordan) გაეშურა თავის 10 მეტრიანი ნავით სათევზაოდ სამხრეთ კაროლინის სანაპიროზე, როდესაც მამაკაცი თავის დროზე აღარ დაბრუნდა სახლში, მასზე გამოცხადდა ძებნა, თუმცა ვერ მიაკვლიეს. მის ოჯახს უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, მისი ცოცხლად პოვნის შანსი თითქმის ნულამდე იყო დასული, მაგრამ გუშინ გემი Houston Express -ის ეკიპაჟმა მამაკაცი შეამჩნია 360 კილომეტრის მანძილიზე დაშორებული Cape Hatteras -ადან. ის გადაარჩინეს და ვერტმფრენით ნორფოლკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს, თუ არ ჩავთვლით მხრის ძვლის ტრავმებს. თვითონ მამაკაცმა განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განავლობაში ჭამდა უმ თევზს და სვამდა წვიმის წყალს. 67 4-ს მოსწონს
|