სხვა რუსეთში დედას შვილი სიმსუქნის გამო ჩამოართვეს 2015, 30 მარტი, 16:20 12 წლის დაუდს, რომელიც დედამ ინტერნატიდან გამოიყვანა ისევ უკან დაბრუნება მოუწევს არანორმალური სიმსუქნის გამო, მისი წონა 120 კილოგრამია. ბიჭუნას დედა პროფესიით მზარეულია და იგი ბავშვს კვებავს ყოველგვარი მონარჩენები საკვებით და ღორის ნეკნებით.ამასთანავე ბავშვმა არ იცის კითხვა, ხოლო წერს მხოლოდ ბეჭდური ასოებით იუწყება НТВ. ამასთანავე ბიჭუნა დიდი ხანია არ ყოფილა ექიმთან, არ ჩაუბარებია ანალიზები, მას მკაცრი დიეტა სჭირდება. შედეგად შესაბამისმა ორგანოებმა, რომლებსაც ევალებათ ბავშვის აღზრდის პროცესს თვალი მიადევნონ მიმართეს სასამართლოს მოთხოვნით, რომ ქალს შეეზღუდოს დედობრივი უფლებები.მას 6 თვით ჩამოერთვა მშობლის სტატუსი, ხოლო ბიჭს კვლავ ინტერნატში დააბრუნებენ. 63 4-ს მოსწონს
|