სისხლის სამართალი კლასელების დაცინვის გამო 11 წლის კახელმა ბიჭმა თავი მოიკლა 2015, 27 მარტი, 23:02
მოზარდმა კლასში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელს გაკვეთილებიდან შინ გაშვება სთხოვა. მოზარდის დედა სამსახურში გახლდათ, შინ კი ბებია იმყოფებოდა. მასწავლებელმა ბიჭს მეზობელი გააყოლა. შინ დაბრუნებულმა ბიჭმა დედას დაურეკა, უკვე შინ ვარ, არ ინერვიულო და მალე ინგლისურზეც წავალო. რა მოხდა შემდგომ ჯერ უცნობია, მოზარდი სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვნეს. მთელი კლასი პოლიციამ დაკითხა. მეზოლები გარდაცვლილს წყნარ, უკონფლიქტო და ზრდილობიან ბავშვად ახასიათებენ. ეს თვითმკვლელობა იყო, თუ მკვლელობა ჯერ კიდევ საკითხავია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე". აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ გარდაცვლილის კლასელები არ დაისჯებინ, რადგან სისხლის სმართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება. 541 3-ს მოსწონს
|