x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"რეზინის ბიჭუნად" ცნობილი ინდოელი ბიჭი წარმოუდგენელი ელასტიურობით და მონაცემებით.

image მოზარდი რომელიც რეზინასავით ელასტიურია წარმოუდგენელ მოძრაობებს აკეთებს, მას შეუძლია თუთიყუშივით ლამის სრულ წრეზე ატრიალოს თავი.
მოგეხსენებათ ინდოეთი ცნობილია სპეციალური სასწავლებლებით, სადაც იოგას ასწავლიან ღრმად და საფუძვლიანად, ასევე ცნობილია ინდოელი "ფაკირები" რომლებიც ყოველგვარი ილუზიის გარეშე ახერხებენ საოცარი წარმოდგენების ჩვენებას.
ახლა კი მინდა მოგითხროთ ინდოელ 15 წლის მოზარდზე პენჯაბის შტატიდან, დჯასპრიტ სინგხ კარლაზე, რომელსაც წარმოუდგენელი ელასტიურობა დაბადებიდან დაჰყვა და ბიჭმა ის უფრო და უფრო დახვეწა.
ბიჭს მეტსახელად "რეზინის ბიჭუნას" ეძახიან. მისი მოქნილობა ყველას აკვირვებს: მას შეუძლია თავი ლამის 180 გრადუსით ატრიალოს ორივე მხარეს ყოველგვარი ტრავმების გარეშე, შეუძლია ამოიბრუნოს მუხლები საპირისპირო მხარეს და საერთოდ შეუძლია სხეულის "გადაღუნვა" წარმოუდგენელი ხერხებით.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ინდოელ "რეზინის ბიჭუნაზე" და მისი ნახვის მერე ვფიქრობ გაკვირვებულნი დარჩებით ჩემსავით.
image









imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







6
120
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
120
  
2015, 4 აპრილი, 18:09
წარმოიდგინეთ მოდიხართ ფეხით გვიან სახლში და საპირისპირო მხარეს მოდის კაცი, სახით თქვენსკენ და ფეხის ტერფებით საწინააღმდეგო მხარეს.
თქვენი რეაქცია წარმოვიდგინე და ჩავბჟირდი. :)))
2015, 4 აპრილი, 18:04
რა საშინელებაა.
2015, 25 მარტი, 20:30
ჩვენთან კი ასეა, განსაკუთრებით ძლიერი დატვირთვის მქონე ხალხზე მოქმედებს, ადრე წავიდნენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიც. გულის კუნთი გადაძაბვის გამო განიერდება რაც სამწუხაროდ ხშირად ინფარქტის წინაპირობაა.
2015, 25 მარტი, 20:22
რა ვიცი აბა, ვინც ვიცი სპორტს მისდევდა, ასაკში მერე ძალიან აწუხებთ სახსრები ხოლმე, მეზობელი გოგო და მეუღლე მყავს ამის ნათელი მაგალითი.
2015, 25 მარტი, 20:16
არა მაკა არა მგონია, ესენი დიდხანს ცხოვრობენ როგორც წესი და თან არტრიტი და რევმატიული დაავადებები ინდოეთში მინიმალურია.
2015, 25 მარტი, 20:02
ასაკში როგორ "დაერხევა" ამის სახსრებს, ზოგი მერე "იგრიხოს" :))
0 1 6