საბუნებისმეტყველო 16 საინტერესო, ნაკლებადცნობილი შემეცნებითი ფაქტი მზის შესახებ 2015, 23 მარტი, 16:38 მაინც რა ვიცით ჩვენ მზის შესახებ გარდა იმისა, რომ ამ გიგანტური ვარსკვლავის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა? - გთავაზობთ 16 ნაკლებადცნობილ, უცნაურ ფაქტს ჩვენი მნათობის შესახებ.
თუ მზეს დიდხანს უყურებთ, თქვენი თვალები მზის დამწვრობას მიიღებენ. მზის მასა შეადგენს მთელი მზის სისტემის მასის 99.86%-ს. თუ მზეს ფეხბურთის ბურთს შევადარებთ, მაშინ იუპიტერი გოლფის ბურთის ტოლი მოგვეჩვენება, ხოლო დედამიწა ბარდის მარცვლისოდენა იქნება. მილიონ სამასი ათასი პლანეტა, ზომით დედამიწის ტოლი, თავისუფლად მოთავსდება მზის ზედაპირზე. მზის 0, 0000000006% -ს შეადგენს ძვირფასი ლითონი ოქრო. ეს პროცენტული შემცველობა რომ წონაში გადავიყვანოთ, მივიღებთ 1.200, 000, 000, 000, 000, 000, 000 კილოგრამს. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს ფასი 7.900, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 ევროა იმ გაანგარიშებით, თუ ერთ გრამი ოქროს ფასს - 7 ევროს ვიანგარიშებთ. გამოდის, რომ მზეზე არსებული ოქროს მასა ტოლია მზის სისტემის შიგნით მდებარე ნამცეცა პლანეტა ცერერას მასისა, რომლის დიამეტრიც 974, 6 კილომეტრია. მზე 400-ჯერ მეტი მანძილითა დაშორებული დედამიწიდან, ვიდრე მთვარე. მზის სრული დაბნელების გასაოცრად ლამაზი სიმეტრია განპირობებულია იმით, რომ სუფთა "შემთხვევითობის" წყალობით მზე ზუსტად 400-ჯერ მეტი ზომისააა, ვიდრე მთვარე და ზუსტად 400-ჯერ შორსაა დედამიწისაგან, ვიდრე მთვარე. სწორედ ამ დამთხვევის წყალობით ეს ორი ციური სხეული აბსოლუტურად ერთი ზომის ჩანს დედამიწიდან დაკვირვებისას. ყოველდღიურად დედამიწაზე არსებული მცენარეები მზის სინათლეს იმ რაოდენობის ენერგიად გარდაქმნიან, რომელიც ექვსჯერ აღემატება დედამიწაზე არსებული ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას. ჩვენ ყველანი, როგორც დედამიწაზე მყოფი "მგზავრები", დავფრინავთ მზის გარშემო ჩვენს პლანეტასთან ერთად 107 ათასი კმ/სთ სიჩქარით. ცნობილი გამომგონებლის და ფუტუროლოგის რეიმონდ კურცვეილის გამოთვლით, ყოველდღიურად დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის სრული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 1/10000 ნაწილია მზის იმ სხივებისაგან გამოყოფილი ენერგიისა, რომელიც ყოველდღიურად ეცემა დედამიწაზე. მეხი ხუთჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი. აშშ-ის დროშა, რომელიც ასტრონავტებმა დატოვეს მთვარეზე, გახუნდა მზის რადიაციის გამო-ახლა მასზე მხოლოდ თეთრი და ცისფერი ფერებია. ყოველ წამში მზე დედამიწისაკენ აგზავნის იმაზე 10-ჯერ მეტ ნეიტრონებს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის რაოდენობაა. დედამიწის ბირთვი თითქმის ისეთივე ტემპერატურისაა, როგორიცაა მზე. პლანეტა პლუტონი მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 248 წელს ანდომებს. ითვლება, რომ თავისი არსებობის მანძილზე მზემ ირმის ნახტომის გარშემო 20 სრული ბრუნი გააკეთა, აქედან მხოლოდ 1/250 ნაწილი მოდის იმ პერიოდზე, რაც დედამიწაზე ადამიანი გაჩნდა. 310 14-ს მოსწონს 1-ს არა
|