საბუნებისმეტყველო შემთხვევით აღმოჩენილი მიწისქვეშა სამოთხე 2015, 22 მარტი, 14:35 1991 წელს ერთი ვიეტნამელი ფერმერი ვიეტნამის ეროვნულ პარკ Phon Nha-Ke Bang- ში შემთხვევით წააწყდა მანამდე უცნობ გამოქვაბულს, მაგრამ წყლის მორევის საშინელი ღრიალის ხმამ ის შეაშინა და ვერ გაბედა იქ ჩასვლა. მან თავისი აღმოჩენის შესახებ თანასოფლელებს უამბო. ადგილობრივებმა გამოქვაბულს Son Doong უწოდეს, თუმცა მასში ჩასვლას დიხანს ვერავინ ბედავდა...
და მხოლოდ 2009 წელს ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა ჰოვარდ ლამბერტის ხელმძღვანელობით თავიდან აღმოაჩინა გამოქვაბული და შეუდგა მის გამოკვლევას. ლამბერტი თავად ჩაეშვა მის სიღრმეში და ასე აჩუქა მსოფლიოს ხუთ კილომეტრზე მეტი სიგრძის და 150 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა სამოთხე. ლამბერტის ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა მღვიმის აღმოჩენის შესახებ და განაცხადა, რომ Son Doong - პლანეტაზე ყველაზე დიდი გამოქვაბულია.
ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ადგილი საკუთარი ფლორით, ფაუნით, მდინარეებით, ტბებით და თქვენ წარმოიდგინეთ, ღრუბლებითაც კი. გამოქვაბულში მოსახვედრად საჭიროა 80 მეტრი სიღრმეზე თოკით ჩაშვება. გამოქვაბულში არის მდინარე საკმაოდ სწრაფი დინებით. გარდა ამისა, აქ არის რამოდენიმე ზურმუხტისფერი ტბა და თქვენ წარმოიდგინეთ, პლაჟებიც კი. გამოქვაბული მდიდარია უძველესი გაქვავებული წარმონაქმნებით და სტალაქტიტებით. აქვე "იზრდება" რეკორდული სიმაღლის სტალაგმიტები, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 70 მეტრსაც კი აღწევს. სუვენირის სახით შეგიძლიათ აიღოთ უამრავი გიგანტური "მარგალიტიდან" ერთ-ერთი, რომლითაც დაფარულია გაქვავებული ფენები. გამოქვაბულს აქვს თავისი "ჯუნგლები" 3-მეტრიანი ხეებით, აქვე შეიძლება ვნახოთ ცოცხალი სამყაროს უამრავი წარმომადგენელი: უცნაური მაიმუნები, ჩიტი-მარტორქები და მფრინავი მელიები. Son Doong-ში კლიმატიც კი უნიკალურია: ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო აქ ღრუბლები წარმოიქმნება. 440 14-ს მოსწონს 1-ს არა
|