ინგლისელი მწერალის იან ფლემინგის რომანები აგენტ 007-ზე ყველასთავის კარგად არის ცნობილი. თუმცა ცოტამ თუ იცის საიდან გაუჩნდა მწერალს აგენტის შესახებ სათავგადასავლო ამბების დაწერის იდეა და რატომ დაარქვა რომანების გმირს ჯეიმს ბონდი.
ერთხელ, ფლემინგი ძველ მეგობარს შეხვდა, რომელიც დაზვერვის ხელმოცარული აგენტი და ლოთი იყო. მაგრამ ერთი ჭიქა ვისკის დალევის შემდეგ იგი ისეთი გატაცებით და საინტერესოდ ყვებოდა თავის თავგადასავლებს, რომ ფლემინგს რომანის დაწერის იდეა გაუჩნდა.
პირველ რომანს მეორე მოჰყვა. მესამე კი უკვე ინგლისის სპეცსამსახურების შეკვეთით დაიწერა, რადგან ამ ნაწარმოებებს მათთვის უზარმაზარი პოპულარობა მოჰქონდა.
ახალგაზრდობაში ფლემინგი ჩიტების შესწავლით იყო გატაცებული. განსაკუთრებით უყვარდა ზოოლოგის - ჯეიმს ბონდის წიგნების კითხვა. სწორედ მისი სახელი და გვარი დაედო საფუძვლად რომანების მთავარი გმირის სახელს.