x
image
მანჩო 777
"თანამედროვე განდეგილები " - რა აიძულებს ადამიანებს იცხოვრონ ცივილიზაციისაგან შორს?
მაინც რა აიძულებს ადამიანებს მიატოვონ მყუდრო, კომფორტული ბინები, ხალხმრავალი ქალაქები, წარმატებული კარიერა, ოჯახი და გაიქცნენ ცივილიზაციისაგან შორს, იცხოვრონ არაკომფორტულ, ხანდახან სიცოცხლისათვის საკმაოდ საშიშ პირობებში და გაჭირვებით მოიპოვონ საარსებო საშუალებები? -ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვაგვარია. დღეს მინდა მოგითხროთ თანამედროვე განდეგილებზე, -ადამიანებზე, რომლებმაც არჩიეს ხალხისაგან მოშორებით ცხოვრება და ეს განპირობებული იყო არა მხოლოდ რელიგიური მოტივებით. კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში არც თუ ისე ცოტაა შემთხვევა, როცა ადამიანები ტოვებენ შეჩვეულ გარემოს და წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც კი ატარებენ ცივილიზაციისაგან მოშორებით.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა თანამედროვე რობინზონები...უკაცრავად, განდეგილები.


image



1. ვიეტნამელმა თავის ვაჟთან ერთად განდეგილობაში 40 წელი გაატარა



image

როგორც იცით, ვიეტნამის ომი ერთ-ერთ უსასტიკეს ომად ითვლება ომების ისტორიაში. როგორც კი კონფლიქტის ესკალაცია დაიწყო აშშ-ის სამხედრო ძალების ჩარევით, ვიეტნამელმა ჰენ ჩენგმა ხელი მოჰკიდა თავის ორი წლის ერთადერთ ვაჟს და ჯუნგლებში წავიდა. ამ ამბავს წინ უძღოდა საკმაოდ მძიმე შემთხვევა: ჰენმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ აფეთქდა ნაღმზე მთელი მისი ოჯახი: ცოლი და სამი შვილი...

2013 წლის აგვისტოში რამოდენიმე ვიეტნამელმა ფერმერმა ჯუნგლებში უცნაურად ჩაცმული კაცი შეამჩნია, რომელიც ადამიანებს გაურბოდა. რამოდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მათ იპოვეს ამ კაცის "სახლი", სადაც ის თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. ქოხი აშენებული იყო ხეების კენწეროზე, რათა შეუმჩნეველი ყოფილიყო ცნობისმოყვარე თვალისაგან.

ორივე მამაკაცი სოფელში დააბრუნეს და მათ საფუძვლიანი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ უფროსი მამაკაცი გამართულად საუბრობდა. აი, შვილს კი ლაპარაკი უჭირდა და მხოლოდ დანაწევრებულ სიტყვებს გამოსცემდა.



2. ამერიკელი, რომელიც ტყეში 27 წელი იმალებოდა



image


მენის შტატში დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ლეგენდა ადამიანზე, რომელიც ღრმა ტყეში, ყველასაგან მოშორებით ცხოვრობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა გარესამყაროს წარმომადგენლებთან. ერთი შეხედვით ეს მხოლოდ ლამაზ ლეგენდას ჰგავდა, შექმნილს ბოი-სკაუტების ისტორიებზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოირკვა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

რამოდენიმე თვის წინ მენის შტატის პოლიციელებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ტურისტების კემპინგიდან საჭმელს იპარავდა. პიროვნების იდენტიფიკააციის შემდეგ გაირკვა, რომ ეს მამაკაცი 27 წლის წინ დაიკარგა. მისი სიტყვებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იოლად გადიოდა თავს ტურისტებისათვის მოპარული წვრილმანი ნივთებითა და საკვებით. მისი საცხოვრებელი ქოხი კი ისე კარგად იყო აგებული და შენიღბული, გვერდითაც რომ მდგარიყავით, ვერ მიხვდებოდით, თუ იქ ადამიანის საცხოვრებელი იყო.

მიზეზი, თუ რამ აიძულა მამაკაცი წასულიყო ტყეში, ცივილიზაციისაგან შორს-უცნობია. ის ამაზე დუმილს ამჯობინებს.



3. სტაროვერები რუსეთიდან - 40 წელი ცივილიზაციისაგან მოშორებით


image

ეს ამბავი საკმაოდ დიდი ხნის წინათ, 1978 წელს მოხდა, მაგრამ ცივილიზებული საბჭოთა კავშირისათვის ნამდვილად უნიკალური ისტორია იყო:

1978 წელს საბჭოთა გეოლოგების ჯგუფი ციმბირის მიყრუებულ ადგილებში გაეშურა სასარგებლო წიაღისეულის საძებნელად, რომელიც აუცილებელი იყო სსრკ–ის მრეწველობისათვის. წარმოიდგინეთ გეოლოგების გაოცება, როცა მათ დასახლებული პუნქტებიდან ათასობით კილომეტრით მოცილებულ ტაიგაში მდგარი ერთადერთი ძელური ქოხი დაინახეს, საიდანაც კვამლი ამოდიოდა.

გაირკვა, რომ სახლში ვინმე კარპ ლიკოვი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მთელი ოჯახი სტაროვერებს ეკუთვნოდა (სტაროვერები-რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი განშტოებაა). ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის დროს სტაროვერების დიდი ნაწილი გაიქცა ციმბირის ტყეებში, რათა კომუნისტების დევნისაგან დაეცვათ ოჯახები და თავიანთი რელიგია. 1936 წელს ბოლშევიკებმა კარპ ლიკოვის ძმა დახვრიტეს და მაშინ მან გადაწყვეტა გაქცეულიყო ტყეში ოჯახთან ერთად. კარპი დასახლებული პუნქტებისაგან ძალიან შორს მოეწყო. მისი სახლიდან მონღოლეთის საზღვრამდე სულ ასიოდე კილომეტრი იყო. მიგრაციამდე კარპს ორი შვილი ჰყავდა, განდეგილობაში ცოლმა კიდევ ორი გააჩინა და ექვსი ადამიანი საკმარისი აღმოჩნდა მეურნეობის მოსაწყობად.

სტაროვერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ დიდ სამამულო ომზე, სტალინის სიკვდილზე, იმ ფაქტზე, რომ ადამიანი კოსმოსში გაფრინდა....მოკლედ, 1936 წლის შემდეგ მათ გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონიათ.

ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით, თევზაობით, აგროვებდნენ საკვებად ვარგის ნაყოფს, სოკოს, ბალახეულს. თავადვე ქსოვდნენ ტანსაცმელს, ცხოველების ტყავისაგან იკერავდნენ ფეხსაცმელს.

გეოლოგების სტუმრობის შემდეგ სტაროვერების მოსანახულებლად ცნობისმოყვარე ადამიანების მთელი ნაკადი დაიძრა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ოჯახისათვის ფატალურად დამთავრდა: საზოგადოებისაგან დიდხნიანი იზოლაციის გამო ლიკოვებს ნაკლებად ჰქონდათ განვითარებული ანტისხეულები სხვადასხვა დაავადების მიმართ. მათ მიყოლებით დაიწყეს დაახოცვა, გადარჩა მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი აგაფია ლიკოვა.

სამწუხაროდ, ოჯახმა არ მონდომა თავისი საცხოვრებლის დატოვება და ადამიანებთან დარუნება. მათ სამედიცინო დახმარებაზეც უარი განაცხადეს, რადგან სარწმუნოება ამას უკრძალავდა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, აგაფია, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, საკმაოდ ცუდად ლაპარაკობს, რადგან განდეგილობაში გატარებულმა ორმოცმა წელმა თავისი დაღი დააჩნია. მთავრობის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ის არ აპირებს მამისეული საცხოვრებლის დატოვებას და ამბობს, რომ ამ ქოხში უნდა მოკვდეს, როგორც ეს მამამ დაუბარა ანდერძით.




4. იაპონელი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა


image


1944 წელს იაპონიის არმიის ნაწილი ფილიპინების ჯუნგლებში გაეშურა, რათა ფარული (პარტიზანული) ომი ეწარმოებინათ აშშ-ის არმიის წინააღმდეგ. რამოდენიმე თვის შემდეგ ჯარისკაცების უმეტესობა დაღუპა-ზოგი ტყვიის მსხვერპლი გახდა, ზოგი ნიანგებისა და სხვა ცხოველების, ზოგიც კიდევ შხამიანი მწერების და მორიელების. მთელი ნაწილიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ჯარისკაცი. მან თავი ვერ დააღწია ჯუნგლებს, რადგან სჯეროდა, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმპერატორის მოწოდება იარაღის დაყრისა-ეს მხოლოდ ეშმაკური სტრატეგია იყო მტრის მოტყუებისა და არა სრული კაპიტულაცია.

მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იაპონელი ჯარისკაცი ტყეში და ებრძოდა წარმოსახვით მტერს. 1974 ადგილობრივმა ფერმერებმა ის შემთხვევით იპოვეს, მაგრამ მისი დარწმუნება, რომ ომი კარგა ხანია დასრულდა, - ვერ მოხერხდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ჯარისკაცის ყოფილი მეთაური მოიძიეს (რა თქმა უნდა, ის უკვე დიდი ხანია პენსიონერი იყო) და მან უბრძანა ჯარისკაცს იარაღის დაყრა, მხოლოდ მაშინ მივიდა საბრალო იაპონელი იმ აზრამდე, რომ მას სიმართლეს ეუბნებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცი საზოგადოებას დაუბრუნდა და საკმაოდ მალე მოახერხა ადაპტაცია ცივილიზაციასთან, თუმცა რატომღაც მან იაპონიაში ცხოვრება არ მოისურვა (ეტყობა, ბოლომდე ვერ აპატია თავის იმპერატორს კაპიტულაცია და იარაღის დაყრა) და ბრაზილიაში დასახლდა.



5. ავსტრალიელი ტარზანი


image

ავსტრალიელმა განდეგილმა, სახელად მაიკლმა ჟურნალისტების ეპითეტი-ტარზანი დაიმსახურა იმის გამო, რომ 40 წელი მარტოდმარტო გაატარა ჯუნგლებში. მისი ნამდვილი სახელია მიხეილ ფომენკო. მიხეილი საქართველოში დაიბადა 1930 წელს, მისი დედა ქართველი კნეინა ელისაბედ მაჩაბელი იყო, მამა კი მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ ათლეტიზმში დანიელ ფომენკო. 30-იანი წლების ბოლოს ოჯახი ჯერ ვლადოვოსტოკში გადასახლდა, შემდეგ კი სიდნეიში. არდადეგებს მაიკლი, როგორც წესი, ბუნებაში ატარებდა - კვინსლენდის ტყეებსა და ტასმანიაზე. ის საკმაოდ ცნობილი სპორტსმენი იყო და ავსტრალიის ნაკრებშიც კი იყო მიწვეული 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. მშობლები ყოველთვის უკრძალავდნენ შვილს ბუნებაში ძალიან ბევრი დროის გატარებას: მას ხან ჯუნგლებში პოულობდნენ, ხან აბორიგენებთან, ხან ახალი ზელანდიის კუნძულებზე, ხან კიდევ შუა ზღვაში, სადაც ის უბრალო კანოეთი გაემართა და ორიენტაციას მხოლოდ ვარსკვლავებით ახერხებდა. მხოლოდ სამთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ბიჭი შიმშილისაგან ღონემიხდილი და დიზენტერიით ავადმყოფი.

ერთხელ, როცა ძებნისაგან გაწამებულმა დედამ მხოლოდ პოლიციელების დახმარებით მიაკვლია შვილს სადღაც პატარა კუნძულზე, ნახევრადშიშველსა და დამშეულს, იძულებული გახდა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინა იძულებითი მკურნალობის ჩასატარებლად. მაიკლმა ეს დედას არ აპატია: როგორც კი ჰოსპიტლიდან გამოწერეს, ის ჯუნგლებში გაიქცა, მოიწყო იქ საცხოვრებელი ბინა ხის ფესვებზე და დარჩა ტყეში სამუდამოდ საცხოვრებლად. ის უკანასკნელად ორიოდე წლის წინ ნახეს და მიუხედავად დიდ ასაკისა, მოხუცი საკმაოდ მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა.



6. იაპონელი რობინზონი


image

20 წლის წინ იაპონელმა ფოტოგრაფმა მასაფუმი ნაგასაკიმ მიატოვა ცივილიზებული სამყარო და ციცქნა კუნძულზე დასახლდა, გახდა რა მისი ერთადერთი მცხოვრები. უკანასკნელად მის შესახებ ცნობები ჟურნალისტებმა ორი წლის წინ გამოაქვეყნეს, მაშინ ის 76 წლის იყო: მოხუცი საკმაოდ მხნედ და ჯანსაღად გამოიყურებოდა, დადიოდა აბსოლუტურად შიშველი და მხოლოდ სახვევს ატარებდა თავზე. განდეგილი შესანიშნავად გრძნობდა თავს რობინზონის როლში: ჭამდა ბრინჯს, იბანდა წვიმის წყლით, სეირნობდა ჯუნგლებში და პლაჟზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მან მიატოვა არამარტო ცივილიზაცია, არამედ ოჯახიც: ახალგაზრდა ცოლი და ორი შვილი.

"იპოვო ისეთი ადგილი, სადაც ისურვებდი სიკვდილს, -ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვისურვე სულის სიმშვიდე აქ მეპოვა, " -განუცხადა მან ჟურნალისტებს. მის შემდგომ ბედზე, სამწუხაროდ, აღარაფერია ცნობილი.




7. ჩინელი "გამოქვაბულის ადამიანი"


image
55 წლის ჩინელი ფენ მინგშაუ გამოქვაბულში ცხოვრობს აგერ უკვე ოცი წელია. ის გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას და ამიტომ მასზე ძალიან ცოტა იციან ჟურნალისტებმა. ფოტოსურათების მიხედვით, რომელთა გადაღება მათ შარშან მოახერხეს, ჩანს, რომ განდეგილი სრულიად შიშველი დადის, აგროვებს შეშას გასათბობად და საკმაოდ მოხერხებულად დაძვრება 50 მეტრის სიმაღლის კლდეზე, სადაც მისი სახლია მოთავსებული. ოცი წლის განმავლობაში მან მოახერხა კეთილმოეწყო თავისი საცხოვრებელი: გამოკვეთა კლდეზე საფეხურები, გაუკეთა გამოქვაბულს კარები და "ფანჯრებზე" ფარდებიც კი

" ჩამოკიდა". ფენის ძმისაგან ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ მას არასოდეს არ უყვარდა საზოგადოება, გამოქვაბული ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა, ხოლო ცივილიზაციისაგან საბოლოოდ 1993 წელს წავიდა, მიატოვა რა ოჯახი და მშობლები. ამ ამბამდე ცოტაოდენი ხნის წინ ფენს დაუსვეს ფსიქოზის დიაგნოზი. ხელისუფლება სერიოზულადაა შეშფოთებული მისი მდგომარეობით და დიდი სურვილი აქვს განდეგილი საზოგადოებას დაუბრუნოს, თუმცა ძალის გამოყენების უფლება მათ არ აქვთ.



8. 30 წელი ცივილიზაციის გარეშე


image

რა თქმა უნდა, ცივილიზაციას მხოლოდ რელიგიური ადამიანები, სამხედროები და ფსიქიურად გაუწონასწორებლები როდი გაურბიან. მაგალითად, საკმაოდ ცივილიზებულმა ადამიანმა, ამერიკელმა რიჩარდ პროენეკემ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უბრალო, განმარტოებული ცხოვრება აირჩია. ის ალიასკის ერთ- ერთ მიყრუებულ რაიონში მარტოდმარტო დასახლდა, ააშენა რა საცხოვრებლად ხის მორების სახლი.

ასეთ პირობებში მან 30 წელი გაატარა. რიჩარდი ნადირობდა, თევზაობდა, სწავლობდა ბუნებას და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, - ტკბებოდა ცხოვრებით. პროენეკემ ფილმიც კი გადაიღო თავისი ცხოვრების შესახებ ალიასკაზე, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. გარდა ამისა, მან რამოდენიმე მეცნიერული წიგნი დაწერა ალიასკის ველური ბუნების შესახებ, რომელთაც აგრეთვე დიდი პოპულარობა მოიპოვეს. პროენეკე ერთი წუთითაც კი არ ნანობს წლებზე, რომელიც მან ველურ ბუნებაში მარტოდმარტო გაატარა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დიკ პროენეკე მოგვითხრობს ალიასკაში გატარებული წლების შესახებ.



p.s. როგორც ვხედავთ, ათასნაირი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ადამიანი ცივილიზაციას გაექცეს: ზოგისთვის ეს ყოველდღიური წვრილმანი პრობლემებისაგან თავის დაღწევის მცდელობაა, ზოგისთვის-თავისუფლების სიყვარული, მორწმუნეთათვის-უფალთან განმარტოების სურვილი, სხვებისთვის კიდევ - ბუნებასთან სიახლოვე და მის წიაღში სულის სიმშვიდის პოვნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ განდეგილობაში, საზოგადოებისაგან მოწყვეტით ცხოვრებას თავისი მინუსებიც აქვს. არც ისე იოლია მარტო, დამოუკიდებლად მოიპოვო საარსებო საშუალება და შეიქმნა ცხოვრებისათვის მინიმალური კომფორტი.

საინტერესოა თქვენი შეხედულება ამ საკითხზე: რის გამო წახვიდოდით ასეთ ადგილებში საცხოვრებლად, რა მოტივაციაა საკმარისი იმისათვის, რომ უარი თქვათ ცივილიზაციაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და წლების განმავლობაში გეცხოვრათ ყველასაგან მოშორებოთ...ველი თქვენ აზრებსა და კომენტარებს.

8
961
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
961
  
2015, 14 მაისი, 1:49
Mshvenieria. Lachroba atafer shuashia. Buneba sauketeso adgilia sakutari shesadzleblobebis gamocdistvis da sulieri simshvidis mosapoveblad. :) siamovnebit wavidodi sadme tropikebshi kundzulze ramdenime wlit. :) ertaderti piroba ramdenime sachiro xelsawyo da sapirispiro sqesis erti momxiblavi warmomadgenelia. :D
2015, 6 აპრილი, 17:13
მადლობა:)
2015, 6 აპრილი, 16:44
ძალიან საინტერესო იყო ))
2015, 31 მარტი, 16:52
მართალი ხარ:)
2015, 31 მარტი, 16:49
ლაჩრობად არ ვთვლი უბრალოდ რაც არუნდა დიდი დარტყმა მიიღოს ადამიანმა მისი განკურნება მხოლოდ ღმერთსა და ისევ ადამიანს შეუძლია,ასე რომ არცერთს არ უნდა კრა ხელი
2015, 31 მარტი, 16:41
გეთანხმები, ინ...მე ასე მგონია, რომ საზოგადოებისაგან გაქცევა ლაჩრობას ნიშნავს
2015, 31 მარტი, 16:34
1 და 4 წაკითხული მაქვს ადრე,დანარენი არ ვიცოდი.
მე პირადად არაფრის გამო არ წავიდოდი,არა იმიტომ რომ კომფორტს ვერ ველევი,არამედ იმიტომ რომ კარგია თუ ცუდი არ მინდა ადამიანების საზოგადოების გარეშე ცხოვრება
2015, 21 მარტი, 14:03
საინტერესოა..გავაზიარე
0 1 8