x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ხსნადი თუ ნალექიანი ყავა - რომელია მავნე ჯანმრთელობისთვის?

image



ყავა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. სხნადი ყავა. თუმცა ისმის შეკითხვა: რამდენად შეიძლება ასეთ ყავას ნატურალური ვუწოდოთ და რითი განსხვავდება იგი მარცვლოვანი, ნამდვილი ყავისგან?



პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მოხალული ყავის მარცვლები საკმაოდ სასარგებლოა. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა B და PP, და მიკროელემენტებს - კალციუმს, კალიუმსა და რკინას. ნატურალურ ყავაში შედის ასევე სეროტონინი, რის გამოც ეს სასმელი მშვენიერი ანტიდეპრესანტია. გაიხსნეთ, რა სასიამოვნო სურნელი ასდის ახლად მოხალულ ყავის მარცვლებს - სწორედ ეს არის სეროტონინი. ყავის დილით დალევის ტრადიციაც აქედან მომდინარეობს: ეს ნატურალური სასმელი გვეხმარება დღე პოზიტიური განწყობით დავიწყოთ.



image
ახლა კი ვნახოთ რას წარმოადგენს ხსნადი ყავა. ეს არის ფხვნილი ან გრანულები, რომლებიც მიიღება ნატურალური ყავის კონცენტრირებული ექსტრაქტისგან. იგი პირველად 1901 წელს გამოჩნდა, როცა იაპონური წარმოშობის, ჩიკაგოელმა მეცნიერმა სატორი კატომ მიიღო ფხვნილი მაგარი ყავის სასმელისგან. 5 წლის შემდეგ ინგლისელმა მეცნიერმა, ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა შექმნა ტექნოლოგია სხნადი ყავის წარმოებისთვის და პირველად გამოუშვა სასმელი, სახელწოდებით Red E Coffee. მაგრამ პოპულარობა სხნად ყავას მოუტანა შვეიცარულმა სავაჭრო ნიშანმა, Nestle-მ, რომელმაც 1938 წელს ბრაზილიის ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო ყავის ამ ახალი ტექნოლოგიის ათვისება.


ხსნადი ყავის მისღებად ჯერ ყავის მარცვლებს ხალავენ, ფქვავენ და ხარშავენ. მიღებუ ექსტრაქტს აშრობენ და იღებენ ფხვნილს. ამ უკანასკნელს უკვე ვაკუუმ დანადგარებში აშრობენ ან გრანულებად კრავენ.


ყოველივე ამის შემდეგ, ცხადია, ყავა კარგავს თავის პირვანდელ გემოს, ამიტომ მას უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურ არომატიზატორებსა და გემოს გამაძლიერებლებს უმატებენ. გემოსთან ერთად იკარგება ნატურალური ყავის სასარგებლო თვისებებიც.


ამიტომ ნუ დაუჯერებთ რეკლამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ხსნადი ყავა აბსოლუტურად ნატურალურია!


გასათვალისწინებელია, რომ კოფეინი, რომელიც ხსნად ყავაში შედის, ორგანიზმიდან გამოსვლას დიდხანს უნდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხსნადი ყავის დალევა სახიფათოა, რადგან კოფეინი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამან კი შეიძლება წყლულოვანი დაავადებების გართულება გამოიწვიოს. ხსნადმა ყავამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, რადგან იგი მაღალი მჟავიანობით ხასიათდება.


ასე რომ, თუ ამ ყოველივეს შემდეგ ისევ გიჩნდებათ შეკითხვა, რომელი ყავა აირჩიოთ, პასუხი მარტივია: მიირთვით ნატურალური, ე.წ. ნალექიანი ყავა და იყავით ჯანმრთელნი!

image












6
26105
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
26105
  
2015, 20 მარტი, 14:37
მე როგორც ექიმებისგან ვიცი უნალექო ყავა ბევრად ცუდია, ზოგადად ყავა არაა კარგი, მაგრამ უნალექო განსაკუთრებით
2015, 19 მარტი, 23:30
მაინც ხსნადს დავლევ:)
2015, 19 მარტი, 23:00
ყველაზე დაბალხარისხიანია ის მარცვლებიც და თან ყველა ერთი ჯიშის, უბრალოდ სხვადასხვა დონეზე მოხალული და "გვაბოლებენ" მოკა, არაბიკა, ლამბადა და ა.შ არისო :)))
2015, 19 მარტი, 22:58
ყველაფერი შედარებითია, რა თქმა უნდა. ჯანმრთელობა თუ გვინდა მივირთვათ მწვანე ჩაი (ვერ ვიტან!) :)) და ის ყავის მარცვლებიც, რომლებიც ჩვენთან იყიდება, საერთოდ არის კი ყავა? :)
2015, 19 მარტი, 22:56
ის ნალექიანიც რომ არაა სასარგებლო ნათი, ნალექი ილექება თირკმელში და გარკვეული დროის მანძილზე ასევე გვერდით ეფექტებს ავლენს, თუმცა ისე მიყვარს ეს სითხე- ზოგადად ყავა ხსნადი იქნება თუ ნალექიანი, უარს ვერ ვიტყვი მაინც :)
0 1 6