სიახლეები 2017 წლიდან შესაძლებელია მფრინავი ავტომობილით ისარგებლოთ(ვიდეო) 2015, 19 მარტი, 14:01 სლოვაკურმა ფირმამ განაცხადა, რომ მფრინავი ავტომობილი გაყიდვაში 2017 წლიდან ჩაეშვება.
ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მდივანმა იურაი ვაცულიკმა ოსტინში(ტეხასი) გამართულ SXSW-ის პრენსკონფერენციაზე განაცხადა.ამასთანავე აღნიშნა, რომ დაგეგმილია უპილოტო ვარიანტის გამოშვებაც. გასული წლის ოქტომბერში შვეიცარიაში წარმოდგენილი იყო AeroMobil-ის მესამე თაობა. გზაზე ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 160კმ/სთ-შია, ცაში აფრენის შემდეგ მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-მდე იზრდება.ავტომობილში ორი ადამიანი ეტევა. გავსებული საწვავი ავზით მიწაზე 875 კმ. გაივლით, ხოლო ცაში 700 კილომეტერის დასაფარად ეყოფა. 159 4-ს მოსწონს
|