შოუბიზნესი ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე"შიშველი" კაბები. 2015, 18 მარტი, 20:31 მსოფლიო "სექს-სიმბოლოდ" აღიარებული მერლინ მონრო, ყოველთვის გამოირჩეოდა ჩაცმულობის ისეთი სტილით, რომელიც ხაზს უსვამდა მის სექსუალურობას.როგორც ცნობილია მას რომანი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯონ კენედისთან.სწორედ მისი დაბადების დღისათვის შეიქმნა ეს კაბა, რომელიც დიზაინერმა ჟანუ ლუიმ შეკერა. ჰოლივუდის ვარსკვლავის მოთხოვნა ასეთი იყო "მე მინდა ისტორიული კაბა, რომლის მსგავსიც არავის არ ჰქონია". ცნობილი მომღერალი, რიანა ყოველთვის გამოირჩევა ''ექსტრავაგანტული" ჩაცმულობით.მისთვის "შიშველი" კაბა შექმნა დიზაინერმა ადამ სელმანმა, რომელსაც 230 000 სვაროვსკის თვალი ამშვენებს.ეს კაბა რიანას დიზაინერის ჩვენებაზე ეცვა და მან ჯლდო "მოდის ქალღმერთი" დაიმსახურა. \ 1994 წელს ცნობილი მსახიობის ჰიუ გრანტის საცოლემ, მისი ჩაცმულობით კინოჩვენებაზე, ნამდვილი ფურორი მოახდინა. ვერსაჩეს კაბა ღრმა დეკოლტით შეუმჩნეველი არ დარჩა იქ მყოფ საზოგადოებას. ეს ფაქტი ნამდვილად სასარგებლოდ წაადგა არცთუისე ცნობილ ელიზაბეტ ჰერლის, რომლის ჩაცმულობაზეც დიდხანს საუბრობდა მთელი საზოგადოება. ჯენიფერ ლოპესი ყოველთვის გამოირჩევა სიშიშვლით მაგრამ "გრემი-2000" დაჯილდოვების დროს მისმა ჩაცმულობამ მოდის კრიტიკოსებიც კი აღაშფოთა.მწვანე ვერსაჩეს კაბა სპეციალურად მისთვის შეიქმნა. ის დაასახელეს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულთა შორის.რამდენიმე წლის შემდეგ ჯენიფერმა აღიარა, რომ სათუთად ინახავს ამ კაბას, რადგან მისი პოპულარობა ამ დაჯილდოვების შემდეგ უფრო გაიზარდა. გვინეტ პეტროუს ჩაცმულობა ერთ-ერთი კინოფილმის ჩვენების დროს ნამდვილად კრიტიკოსების განხილვის თემად გადაიქცა. ამის შემდეგ მუდმივად მუსირებს აზრი იმის თაობაზე, რომ გვინეტი ქვედა საცვალს არ ატარებს. ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი ვერსაჩეს საკმაოდ "შიშველი" კაბით წარსდგა ერთ-ერთ საღამოზე.მიუხედავად ზედმეტი სიშიშვლისა ის არ მოხვდა "უგემოვნოთა" სიაში, რადგან ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ იდიალური აღნაგობა აქვს, ამიტომ კრიტიკოსები უძლურნი აღმოჩნდნენ. 141 2-ს მოსწონს
|