x
image
beko777
Mediator image
ბოღმა დედამთილმა ქმრის ღალატისკენ მიბიძგა
ქალის მთავარი საფრთხე არაიმდენად მამაკაცშია, რამდენადაც - სხვა ქალის მზაკვრულ ბუნებაში


imageსიმართლე რომ გითხრათ, ქართული ჟურნალ–გაზეთების ნაკლებად მჯერა. ძალზე ერთსახოვნად მეჩვენება. განსაკუთრებით მაღიზიანებს ერთი შაბლონით აგებული და სკანდალს გამოკიდებული სათაურები. არც დედამთილისა და რძალს შორის არსებული ტრადიციულად „ტკბილი“ დამოკიდებულება გამორჩებათ ხოლმე. პირადად მე ეს ყველაფერი მტკნარ სიცრუედ მიმაჩნდა და მიმაჩნია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი ფაქტი მოხდა, მსგავსი ფაბულა არც ერთ სტატიაში, წერილში თუ ნაწარმოებში არ შემხვედრია. პირადად მე ახლაც ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან და მსურს თქვენ, როგორც ქალთა გამოცემას, გაგანდოთ ეს შოკისმომგვრელი ისტიორია, რათა ყველა ქალმა იცოდეს, რომ მათი მთავარი საფრთხე არაიმდენად მამაკაცშია, რამდენადაც დიაცის მზაკვრულ ბუნებაში, რომელიც პათოლოგიურ ზიზღს განიცდის სხვა უფრო ლამაზი, ენერგიული და მცოდნე დიასახლისის გამოჩენაში.


რძლად არ ვუნდოდი
ჩვეულებრივი ქართველი ქალი ვარ, როგორც ყველას, მგონია, რომ ყველაზე არაჩვეულებრივი ქმარი და შვილი მყავს, რომლებთან ერთადაც მიხაროდა და იმედი მაქვს გამიხარდება კიდევ ცხოვრება. ჩემი და გოჩას (სახელს ვიგონებ) სასიყვარულო ისტორიაში მხოლოდ შორეულ აჩრდილად მოჩანს დედამთილი თინას წინააღმდეგობა ჩვენს დაქორწინებასთან დაკავშირებით. კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდა, უბრალოდ მიწუნებდა და მეტი არაფერი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გოჩამ გადალახა ეს ბარიერი, ცოლად მომიყვანა და ისიც მოვახერხე, რომ მეტნაკლებად თბილი, თუმცა დისტანციური ურთიერთობა დავამყარე მის დედასთან. გადიოდა წლები, გაგვიჩნდა შვილი – ზურიკო და ჩემი ბედნიერებით ფრთაშესხმული აღარც ვაქცევდი ყურადღებას მის გულჩათხრობილ ბუნებას. ასე გავატარეთ თითქმის რვა წელი.


imageსიმართლე საძინებელში
ქმარი ბაზრობაზე მუშაობს და გვიანობამდე ვერ ბრუნდება. ამიტომ ბავშვიც და მთელი ოჯახიც მე მაბარია. თუმცა, არც ისე იშვიათად მიწევს ქალაქში გამოსვლა. ზაფხულის ერთ დღეს, როცა ბავშვთან ერთად სოფელში უნდა წავსულიყავი და მერე, როცა დეიდაშვილი შემხვდა ავტობუსებთან, ზურიკო მას გავაყოლე, ბაზარში გამოვიარე და შინ დავბრუნდი. მოკლედ, არავინ მელოდა, მაგრამ არც მე ველოდი ნანახ სურათს.
როცა კარები გავაღე და შემოსასვლელში დავაწყე ჩანთები, ჯერ ვერაფერი გავიგე. მხოლოდ რამდენიმე წამში გავიგე ხმები ჩემი საძინებლიდან. ტვინში ზარებმა დამკრა! „გოჩა მღალატობს!“ – გავიფიქრე მაშინვე. ძლივს მივჩანჩალდი შეხსნილ კარებთან, კუთხის ჩრდილში ავეყუდე და კინაღამ ბოძივით გავშეშდი. ჩემს სამზითვო ლოგინზე ორი შიშველი სხეული მოძრაობდა. მამაკაცი ლოგინის კიდეზე იჯდა, მის სახეს მასზე ზემოდან, ჩემსკენ კი ზურგშექცევით წამოსკუპებული დონდროხა ქალბატონის კისერი და თავი მალავდა. ისინი კვნესოდნენ და დამახასიათებლად ოხრავდნენ ნეტარებისგან. ამასთან მე ყველაფერს – ინტიმური უბნებისა და ქალის მსხვილი უკანალის ჩათვლით – მკაფიოდ ვხედავდი და თავზარდაცემული ველოდი „გოჩას“ სახის გამოჩენას. ქმრის ნაცვლად სხვისი სახე შემრჩა. ეს იყო ჩემი დედამთილი და ჩვენს გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ქვრივი ბერიკაცი მამია. მას სიამოვნება აღბეჭდოდა და კი არ შეკრთა, არამედ დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში. რამდენიმე წამს ასე შევყურებდით ერთმანეთს. მერე კი გამოვიპარე, საერთოდ სახლიდან ისე, რომ ვნებაში ჩაბმული დედამთილი აზრადაც არ იყო, რა მოხდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მისი ხანდაზმული, მაგრამ ყოჩაღი საყვარელი ეტყოდა ყოველივეს (ან იქ დარჩენილი ბაზრის ჩანთებით მიხვდებოდა).



imageკოზირების დრო
დრო კვლავ ჩვეულებრივ გადიოდა. კრინტს არ ვძრავდით – არც დედამთილი, არც მე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ქარაგმული გამოხედვებით ჩემს კოზირს არ ვიყენებდი. განსაკუთრებით, როცა თავის „ცხონებულ ქმართან სიყვარულზე“ ან „თანამედროვე ქალების უპატიოსნობაზე“ საუბრობდა. ერთს გავხედავდი და იმწამსვე მოკეტავდა. გოჩას კი არაფერს ვეუბნებოდი ოჯახში ზედმეტი დავიდარაბის ასაცილებლად. დარწმუნებული ვარ, დაარტყამდა, რადგან მამის სახელს აღმერთებდა.
დაახლოებით ორი თვე იყო ამ ამბიდან გასული, როცა ერთხელ სახლში შემოვირბინე სასადილოდ და ისევ საქმეებზე გასაქცევად. დედამთილი დამიხვდა გაზქურასთან და მის დაჟინებულ თხოვნას ცოტათი მაინც მეჭამა მისი გაკეთებული სოუსი. სხვათაშორის, საკმაოდ მეგემრიელა და შევუქე მზარეულობა. 20–25 წუთი თუ იქნებოდა გასული, როცა თავბრუსხვევა ვიგრძენი, თვალები ამიჭრელდა და კედელს მივეყუდე. დედამთილის სახე უკვე ბუნდოვნად ჩანდა – გავითიშე.


ჩემი დროც დადგა
გონს მოსვლისას სიცივე ვიგრძენი და კიდევ რაღაც უცხო სხეულის სუნი. ჯობდა სულ არ გამეხილა თვალები. მე აბსოლუტურად დედიშო-ბილა და ხელებით საწოლზე მიბმული ვიწექი. ჩემს გვერდით კი მეზობელი მამია იყო ტრუსიკის ამარა გაშოტილი და ბებერ ხელებს მუცელზე მისვამდა.
– გახსოვარ? – ჩაიხითხითა ბერიკაცმა და მკერდზე მომითათუნა ხელი, – ახლა შენი დროც დადგა ჭირიმე...
– როგორ ბედავ შე გათახსირებულო?! ახლავე გამიშვი ხელი!!! თინა სად არის? ჩემი ქმ..., – თქმა უკვე აღარ დამცალდა, მაშინვე ჩემი ქვედა თეთრეული ჩამჩარა პირში და გაუპატიურება დამიწყო, მაგრამ ჯერ მეალერსა და რომ არა მის მიმართ უკიდურესი სიძულვილი და განრისხება ჩემს დედამთილზე (რომელმაც რაღაც ჩამიყარა სოუსში, გამთიშა და ამ კაცის გვერდით დედიშობილა მიმაგდო) ვიტყოდი, რომ ბევრი რამე ჩემს მეუღლესაც რომ ესწავლა მისგან, ცუდი არ იქნებოდა. მისი ალერსიანი სიტყვები შორიდან ჩამესმოდა და მისი ენერგიული სიყვარულის დამთავრებას ველოდი. როცა ყ-ვეოლაფერს მორჩა, ბოდიში მომიხადა, ეს შენი დედამთილის ახირება იყოვო.


imageდედამთილმა კი საკმაოდ ცინიკურად განმიცხადა:
– ახლა ერთად ვართ გათხვრილები რაც შენ ხარ, მეც ის ვარ!
კინაღამ ტაფა ჩავარტყი ამ საძაგელ არსებას, რომელმაც ასე დამამცირა. ბავშვს ხელი დავავლე და დედაჩემთან წავედი ორი დღით, რათა გონს მოვსულიყავი.
გოჩასთვის დღესაც ვერ მითქვამს. როგორი სათქმელია? ყველას აგვხანჯლავს და დიდ უბედურებას დაატრიალებს. არადა არ შემიძლია ამ დამცირებით ცხოვრება (უკვე თვენახევარია გასული), არ შემიძ-ლია ამ ქალის სიფათის ხილვა. მინდა შური ვიძიო, მაგრამ ალბათ ფანტაზია მაკლია, რომ მასავით დიდი საზიზღრობა და ტკივილის მიყენების გზა მოვიფიქრო.
ყველაფერზე დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. ღმერთმა კი იცის, რომ დღემდე პატიოსანი და სრულიად დალაგებული გონების ქალი ვიყავი. რა ვქნა ვერ ვივიწყებ იმ კაცის დამპალ თვალებს.

ნანა (33 წლის)


imageრედაქციისაგან: - „რძალ-დედამთილიანა“ ქართულ ფოლკლორში მართლაც ძალზე გავრცელებული და ამოუწურავი ანტაგონისტური თემაა. როგორც ხედავთ, გაზეთები სინამდვილესაც ბეჭდავენ და მიუხედავად იმისა, რომ ქ–ნი ნანა ჩვენგან რჩევას არ ითხოვს, მაინც გავბედავთ მოგცეთ რამდენიმე რეკომენდაცია.
ქვრივი ან ქმარს გაცილებული ქალებისათვის შვილის, მეტადრე ვაჟის ეგოისტური სიყვარული იშვიათობას არ წარმოადგენს და რადგან ამდენ საძაგლობაზე წავიდა თქვენი დედამთილი, მისი გამოსწორების იმედი ნუღარ გექნებათ. შურისძიებაზე ნუ ფიქრობთ, ხელი აიღეთ ამ „ფეთქებადსაშიშ“ განზრახვაზე. მისასალმებელია, რომ ქმრის სიყვარული და ოჯახის კეთილდღეობა თქვენთვის კვლავაც წინა პლანზე დგას. ამიტომ სწორედ ამ ძაფს მისდიეთ. კატეგორიული ნუ იქნებით, მაგრამ შეეცადეთ მეუღლე ბინის „დახურდავებაზე“ გაცვლაზე ან გაყიდვაზე და ახლის ყიდვაზე დაიყოლიოთ, რაც საშუალებას მოგცემთ ერთდროულად ჩამოიშოროთ ფავორიტი დედამთილი და საძაგელი მეზობელი. კვლავ თქვენს ოჯახზე გადაიტანეთ აქცენტი და თავს ნუ იდანაშაულებთ. თუ რამე მოხდა, ეს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ და დედამთილის ცოდვების კვალის წასაშლელად მოხდა. ეს უკანასკნელი კავშირი კი დროთა განმავლობაში თავისთავად შეიძლება გახმაურდეს და შეგიძლიათ შორიდან ადევნოთ სეირს თვალი! განა ეს ცოტაა „გულის მოსაფხანად“?

1
751
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
751
  
2015, 18 მარტი, 10:03
ყოველთვის გამოგონილ, სხვა რეალობიდან მოტანილად მიმაჩნია ხოლმე ასეთი ამბები, თუმცა ვიცი, რომ მართლა ხდება... ისე მართალია, მამაკაცი ვერასოდეს მოიფიქრებს შურისძიების ისეთ სასტიკ ხერხებს, როგორსაც ქალი...:(
0 1 1