x
image
beko777
ეს უცნაური მიმზიდველობა უპასუხო სიყვარულზე

პირად ცხოვრებაში წარუმატებლობები ჩვენ უფრო ხშირად თან გვდევს იმის გამო, რომ მამაკაცთა უამრავი არმიიდან სწორედ მათ ვირჩევთ, ვინც უარგვყვეს. მაგრამ რატომ ვაკეთებთ ამას?

imageგიყვარდეთ ის, ვისაც უყვარხართ!
ჩვენი უმეტესობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, განიცდის ძლიერ ლტოლვას მათ მიმართ, რომელთაც ჩვენ საერთოდ არ ვჭირდებით. როგორც პეპლები ცეცხლზე, ჩვენ მივისწრაფვით ძლიერი სქესის წარმომადგენლებისაკენ, რომლებიც თავიანთი მიუწვდომელობით გვა-ღელვებენ. მათკენ, რომლებიც მოწყალების თვალით გვიყურებენ, გვჩუქნიან რა უსულგულოდ თავიანთ ძვირფას ყურადღებას. ვინ გაი-ძულებს კვირაობით იჯდეთ ტელეფონთან სასურველი ზარის მოლოდინში? სასიყვარულო ღამის შემდეგ ვინ გტოვებთ წყნარად და გულცივად? ვის მიეჩქარება ასეთი ამოუცნობი და შორეული მამაკაცის ცხოვრებაში?

imageქალი მზადაა დამცირება აიტანოს
ჩვენზე შეყვარებულები რატომ იწვევენ გაღიზიანებას და ჩვენს მიმართ გულგრილები კი გვიღვიძებენ ვნებას და თაყვანისცემას?
უფრო ადვილია ასეთი ფენომენი აიხსნას ბანალური უიღბლობით: „ჩვენ ვირჩევთ, ჩვენ გვირჩევენ, როგორ ხშირად არ ემთხვევა ეს ერთმანეთს!“ ყველაფერი უფრო რთულადაა, ან თუ გნებავთ, ტრაგიკულია. საქმე ხომ უძლეველ სწრაფვას ეხება უარყოფილი მამაკაცებისაკენ. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. მაგალითად, ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ბავშვობაში გადაიტანეთ. გოგონა, გაზრდილი იმ ოჯახში, სადაც მამა დედას ცუდად ექცეოდა და მით უმეტეს, თუ სცემდა, ათიდან ცხრა შემთხვევაში ისეთ ქალად გადაიქცევა, რომელიც მზადაა ყოველგვარი დამცირება აიტანოს.
ის ყოველთვის გაუაზრებლად იქნება მისწრაფებული ჩვეული ურთი-ერთობის მოდელისაკენ, რაშიც უეჭველად იმ მხარეს აღმოჩნდება, რომელიც განიცდის. იმისათვის, რომ ამ უზნეო წრედან გამოხვიდეთ, უნდა ანალიზი გაუკეთოთ თქვენს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს და შეეცადოთ სხვა სახის მოდელი ააგოთ. ანუ კეთილგანწყობილი ყურადღება მიაქციოთ მამაკაცს, რომელიც კი არ უარყოფს სიყვარულს, არამედ გახარებული მიიღებს მას.

imageიდეალური შეყვარებულის ძებნაში
საკუთარი ფანტაზიებისა და ოცნებების დათმობით, ხშირად ქალები ქმნიან „იდეალური შეყვარებულის“ სახეს. ის იმდენად სრულყოფილია, რომ არ შეიძლება იყოს უბრალო და მისაღწევი. რომანტიკულად განწყობილი გოგონები და ქალბატონები იოლად არჩევენ იდეალის თვისებებს გულგრილ მანიპულატორში, ან სუსტი ნებისყოფის ნაცნობთა კოლექციაში და სექსუალურ თავგადასავლებში. ნებისმიერი ამ ტიპის მამაკაცი, როგორც წესი, ძალიან არის თავის თავზე და საკუთარ სიამოვნებაზე ჩაციკლული. ამიტომ არ შესწევთ უნარი ვინმე უყვარდეთ, საკუთარი თავის გარდა, მით უმეტეს, ღრმად და თავგანწირვით. მათზე შეყვარებულები განწირულნი არიან უპასუხო გრძნობებზე და მაშასადამე, მკაცრ განცდებზე. ასეთი გამოცდილება შეიძლება თავისებურად საინტერესო იყოს და სულის გაზრდისათვის სასარგებლოც. მაგრამ ამ გამოცდილების წნეხის ქვეშ გამოსულები რისკავენ საგრძნობლად შეამცირონ თავის შეფასება.

imageსაშოვარი, რომელიც ყოველთვის გისხლტებათ
საოცარია, მაგრამ სწორედ მომეტებული თვითშეფასების ქალები უარყოფენ შეყვარებულ მამაკაცებს იმისათვის, რომ შტურმით აიღონ „დაუმორჩილებელი მწვერვალი“. წივწივა ხელში მათ ძალიან იოლ საშოვარად მიაჩნიათ, ისინი მიისწრაფვიან წეროს დაჭერას, რომელიც თავისუფლად და დამოუკიდებლად დაფრინავს ცაში და განსაკუთრებით ტკბილი ლუკმა მათ წარმოუდგენიათ სხვისი მამაკაცი: მეგობრის საქმრო ან ქმარი. უშვებენ რა მთელ თავიანთ ჯადოს, მათ შეუძლიათ ოჯახის დანგრევა ან ქორწილის აცილება. მაგრამ საბოლოოდ ის რისკავს, რომ მარტო დარჩეს. „წერო“ მალე ისევ გაფრენას მოიწადინებს, სხვისი მამაკაცი კი, მოინანიებს რა თავის საქციელს, შეყვარებულს დაუბრუნდება.

imageჩვენი რჩევაა: - გიყვარდეთ ის, ვისაც უყვარხართ
მიუწვდომელ მამაკაცებზე დევნა ზოგიერთისათვის, როგორც ჩანს, ექსტრემალური სპორტის მსგავსია: გრძნობები ზღვარზეა, სისხლში ადრენალინია! ყველაფერი რიგზეა, რომ არა სულიერი ტრავმების მუდმივი ალბათობა, ზოგჯერ საკმაოდ ძლიერიც კი.
უმჯობესია არაა, რომ დროულად თქვათ უარი, არ სდიოთ უკან „მი-რაჟს“, არამედ ისწავლოთ სიყვარული სიყვარულის საპასუხოდ?

საინტერესო ფაქტები
ბრიტანელი ლესბოსელები ბედნიერები არიან
დიდ ბრიტანეთში გაიხსნა პირველი ინტერნეტ–სპერმობანკი ლესბო-სელებისათვის საიტზე Mannotincluded, რომლის დასახელებაც ითარგმნება, როგორც „კაცის გარეშე“. საიტი ჯერ მხოლოდ გთავაზობთ წინასწარ რეგისტრაციას, მაგრამ უახლოეს მომავალში მთელი ძალით ამუშავდება. მისი შემქმნელი ჯონ გონსალესი ამბობს, რომ ყოველთვის იზიარებდა იმ თვალსაზრისს, რომ ერთსქესიან წყვილებს არ ჩამორთმეოდათ შვილის ყოლის უფლება. აქამდე ბიუროკრატიისა და ცრურწმენის გამო მათ ეს უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ. „ახლა დადგა დრო სამართლიანობის აღდგენისა“, – ამტკიცებს გონსალესი. პირველი ორი დღის განმავლობაში საიტის არსებობისა მასში რეგისტრაცია გაიარა სამმა ათასმა ლესბოსელმა წყვილმა, რომლებსაც სურდათ მათი მომსახურების გამოყენება და ხუთი ათასმა მამაკაცმა დონორის სახით რეგისტრაციაში გატარებულები ძირითადად დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლები არიან, თუმცა საიტისადმი ინტერესს სხვა ქვეყნების ლესბოსელებიც იჩენენ. თვით სააგენტო ვარაუდობს უახლოეს დროში საერთაშორისო გახდეს.


image

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0