x
image
beko777
რას ფიქრობენ მამაკაცები, როცა მათ შეყვარებულებს გამომწვევად აცვიათ?
imageგამოკითხულ მამაკაცთა 60%-მა უპასუხა, რომ ძალიან სიამოვნებთ საზოგადოებაში იმ გოგონასთან ერთად გამოჩენა, რომელიც თავისი გარეგნობით იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.
20%-მა რჩეულთა გამომწვევ ჩაცმულობაზე აღფრთოვანება გამოთქვა მხოლოდ საოჯახო ვითარებაში და არავითარ შემთხვევაში – საზოგადოებრივ ადგილებში, მით უმეტეს, უცხო მამაკაცთა თანდასწრებით.


მამაკაცთა 20% კი კატეგორიული წინააღმდეგია ექსტრავაგანტური სამოსისა და სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გაშიშვლების.
ახალი სამსახური – ახალი ცხოვრება
არ მოგწონს შენი სამუშაო ადგილი? ოცნებობ ახალ კარიერაზე, მაგრამ ვერ გადაგიწვეტია მისი დაწყება? მოემზადე ქვემოთ მოცემული გეგმის მიხედვით შენი ოცნების ხორცშესასხმელად.


image1. ზუსტად განსაზღვრე, რისი გაკეთება გსურს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში.
2. არ დაგავიწყდეს: მანამ, სანამ საქმეს შეუდგები, საფუძვლიანად უნდა გაერკვე მის მსვლელობაში. ამაში დაგეხმარება სპეციალიზირებული კურსები.
3. შეადგინე მოქმედების გეგმა და იხელმძღვანელე მისით. მაგალითად, თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება განიზრახე, გეგმის პირველ პუნქტად იქცევა საწყისი კაპიტალის მოძიების გზები.
4. გეგმაში აღნიშნე უმთავრესი პუნქტები, შემდეგ კი დეტალებზე იმუშავე: ახალი რეზიუმე, იმ პირთა სია, რომლებიც საჭირონი არიან შენთვის და ა.შ.
5. არ გადაუხვიო დასახული გზიდან, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი და არ დაუჯერო სკეპტიკოსებს: შენი ცხოვრება სავსებით შესაძლებელია, უკეთესობისკენ შეიცვალოს!


imageროგორ შევარჩიოთ მომგებიანი პოზიცია?
თუ მიზნად დაისახე წვეულებაზე იმ მამაკაცის გვერდით ყოფნა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიიპყრო შენი ყურადღება, შეეცადე, სწორად ამოარჩიო მომავალ თაყვანისმცემელთან შეხვედრის ადგილი.



კარიდან მარჯვნივ

ადამიანთა 90% შენობაში შესვლისას მარჯვნივ ბრუნდება. თუ სწორედ აქ დახვდები კავალერს, შენ იქნები პირველი, ვისაც ყურადღებას მიაქცევს. მხოლოდ ნუ გადააჭარბებ – ნუ დადგები კარის ზღრუბლზე, როგორც შვეიცარი. გამოიჩინე კეთილგონიერება და თავდაპირველად მიეცი შენი დაინტერესების ობიექტს გარემოცვაში ორიენტირების საშუალება.


შენობის სიღრმეში
სწორედ აქ არიან დაბრძანებულები მეფეები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები. თუ შენ სწორედ ამ ადგილას მოკალათდები, წარმატება გარანტირებული გაქვს. ამასთან, შენს მოწონებულ ყმაწვილკაცს ცოტა ძალისხმევა როდი დასჭირდება შენთან მოსაახლოვებლად. ეს კი ხაზს გაუსვამს შენს მიუწვდომლობას და მდგომარეობის პრივილეგირებულობას.


imageყველაზე პატარა ოთახი მარტივი გათვლაა – რაც უფრო პატარაა ოთახი, მით უფრო ახლოს აღმოჩნდები შენთვის სიმპათიურ მამაკაცთან. თუ პირველმა ორმა ვარიანტმა არ გამოიღო სასურველი შედეგი, მყისვე გადაინაცვლე სამზარეულოსკენ ან შემოსასვლელისკენ – იქ უფრო ადვილია შენი ინტერესის ობიექტთან გასაუბრება. უნებური შეხება კი ერთმანეთთან (სივიწროვის გამო, რა თქმა უნდა!) დაასრულებს შენს ჩანაფიქრს.


როდის ამბობენ მამაკაცები – „მე შენ მიყვარხარ”?
გამოკითხულ მამაკაცთა 28%-მა უპასუხა, რომ სიყვარულში მაშინვე ტყდებიან, როგორც კი იგრძნობენ, რომ უყვართ.
15% რამდენიმე კვირას მოცდას ამჯობინებს, რათა ბოლომდე დარწმუნდნენ გრძნობათა სიმყარეში.
62% კი ურჩევნია, სიყვარულის ახსნა პირველად თავისი ვნების ობიექტისაგან მოისმინოს.

1
374
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
374
  
2014, 16 ოქტომბერი, 21:46
რა ხართ ეს კაცები.. თუმცა ხომ არც ჩვენ ჩამოგრჩებით:))
0 1 1