x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანადელი ტურისტი ქალი ნავზე ვეშაპის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა
image35 წლის კანადელი ტურისტი გარდაიცვალა მას შემდეგ, როცა ტურისტებით სავსე გასაბერ ნავს უზარმაზარი ნაცრისფერი ვეშაპი დაესხა თავს კაბო-სან ლუკასის სანაპიროზე, მექსიკა.


ტრაგედია სანაპიროდან ერთი მილის მოშორებით მოხდა, როდესაც 24 კაციანი ტურისტული ნავი ზღვის ბინადრების დასათვალიერებლად გაემგზავრა.


ერთ-ერთმა ვეშაპმა, რომელიც თითქმის 50 მეტრი სიგრძისაა და იწონის თითქმის 80000 ფუნტს, დიდი სიწრაფით გაარღვია წყლის ზედაპირი და დაეჯახა გასაბერ ნავს, რომელიც ტურისტულ კომპანია "Cabo Adventures"-ს მიეკუთვნება.

imageსურათზე :გარდაცვლილი ჯენიფერ კანერი მეუღლესთან ერთად(ფოტო Facebook -დან)




"კაპიტანმა უნდა გაეკეთებინა მკვეთრი მოძრაობა კიჩოს მხარეს, რომ აეცდინა შეჯახება ვეშაპთან "-განაცხადეს კომპანიაში.


შეჯახების შედეგად ნავიდან სამი ადამიანი გადმოისროლა.აქედან ორმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო, მათი გადარჩენა მოხერხდა. მესამე, კანადელი ქალბატონი ჯენიფერ კანერის გადარჩენა ვერ შესძლეს.

imageსურათზე: მგზავრები ჯენიფერ კანერის რეამინირებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.



ნაცრისფერი ვეშაპები(იგივე კალიფორნიული) დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ბინადრობენ მექსიკის სანაპიროს თბილ წყლებში და მრავლდებიან.

Cabo Adventures-ს 89 $ -ად სთავაზობს ტურისტებს გასეირნებას და"აძლევს უნიკალურ შანსს დაათვალიერონ და თან ფოტოები გადაუღონ ამ გასაოცარ ძუძუმწოვარებს."


imageსურათზე: ნაცრისფერი კალიფორნიული ვეშაპი, რომელიც ტურისტებით სავსე ნავს თავს დაესხა.

0
516
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0