x
image
მანჩო 777
23 ყველაზე კრეატიული, მხიარული და გონებამახვილი მასწავლებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (+სახალისო ფოტოები)
დამეთანხმებით, რომ სკოლის პერიოდი დაუვიწყარი ხანაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. წლების შემდეგ სასიამოვნოდ ვიგონებთ ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს, სახალისო მომენტებს გაკვეთილებიდან, თანაკლასელების მიერ ჩადენილ ონავრობებს და შატალოებს. რომელ თქვენგანს არ გახსენებია მასწავლებლები, რომლებმაც შეგვაყვარეს ესა თუ ის საგანი, რომელთა მიერ ჩატარებული გაკვეთილები უინტერესო და მოსაწყენი არასოდეს ყოფილა.

ეს პოსტი სწორედ ასეთ პედაგოგებს ეხება, კერძოდ მათ, ვინც კარგად იცის, როგორ უნდა აუხსნან მასალა მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომ მათთვის საინტერესო და იოლად აღსაქმელი იყოს და როგორ გაუხალისონ მათ სწავლების არცთუ ისე სასიამოვნო და მარტივი პროცესი. მაშ ასე, თქვენს წინაშეა 23 ყველაზე გონებამახვილი, კრეატიულად მოაზროვნე და მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული მასწავლებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.



image




1. მასწავლებელი სკოლაში ღამის პიჟამოში ჩაცმული მივიდა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ გამოცდები დილის 7 საათზე დანიშნეს



image


2. აშშ-ის ერთ-ერთი სკოლის ეს არც ისე ახალგაზრდა მასწავლებელი ყოველდღე სკეიტბორდზე "ამხედრებული" მოდის სკოლაში


image


3. ყოველ ხატვის გაკვეთილზე ბავშვებს ახალ-ახალი გასაოცარი ნახატი ხვდებათ დაფაზე, საოცრად მხიარული და გონებამახვილური წარწერებით, აი მაგალითად ასეთი:"დათვები 100%-ით ნაკლებად ჭამენ მხიარულ ადამიანებს, ვიდრე მოწყენილებს. ნუ შეაჭმევინებ დათვს თავს, იყავი ბედნიერი!"


image


4. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ეს სამი მასწავლებელი ასეთ სახალისო პორტრეტებს აკეთებს გამოსაშვები კლასის ალბომისათვის


image


5. მათემატიკის მასწავლებელს მოსწყინდა, რომ მოსწავლეებს წამდაუწუმ ავიწყდებოდათ მათთვის ნათხოვარი ფანქრების უკან დაბრუნება და აი ასეთი ფანქრები მოიტანა კლასში. მათზე წერია:"მე მინდა ცოლად გავყვე ჯასტინ ბიბერს"


image


6. ეს კი ისტორიის მასწავლებელია გამოსაშვები კლასის ალბომში


image


7. პედაგოგმა ლექციაზე ჩაძინებულ სტუდენტთან ჩუმად გადაიღო სურათი


image


8. ხატვის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად დაამზადა ურჩხულების მაკეტები და შემდეგ ისინი ჩუმად მიმოფინეს მონტის შტატში


image


9. აი ასე უცნაურად აუხსნა ფიზიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს სითხის თვისება, მიიღოს იმ ჭურჭლის ფორმა, რომელშიც ის ასხია


image


10. ეს კი უნივერსიტეტის პედაგოგია. ის სტუდენტების მიერ შეგროვებულ ცრემლებს სვამს


image


11. გენიალური მეთოდი საქველმოქმედი მიზნით თანხის შეგროვებისა-მასწავლებელი, კედელი და ცოტაოდენი წებოლენტა


image


12. ეს კი ქიმიის მასწავლებელია, რომელიც გაკვეთილზე ძალიან შეიჭრა როლებში


image


13. ჰელოუინისათვის გამოწყობილი მასწავლებლები


image


14. მათემატიკის მასწავლებელი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა


image


15. ფიზიკის მასწავლებელს მოსწავლეების გახალისება მოუნდა


image


16. აი რა დახატა მასწავლებელმა თავისუფალ დროს (მეჩვენება თუ მესტიის ხედია ეს?)


image

17. მასწავლებელი მოსწავლეებს ასე გაეხუმრა პირველ აპრილს


image


18. მათემატიკის მასწავლებელმა "პი" რიცხვის აღსანიშნავად ულვაშები ასე დაიყენა


image


19. ქიმიის მასწავლებელმა ჰელოუინის აღსანიშნავად გაკვეთილზე

გოგრის აფეთქება მოაწყო


image


20. ეს აბჯარში გამოწყობილი რაინდი კი ისტორიის მასწავლებელია


image


21. ისტორიის მასწავლებელის საშვი


image


22. ფიზკულტურის მასწავლებელი კარნიზზე მოხვედრილი ბურთის ჩამოღებას ამ ხერხით ცდილობს


image


23. ისტორიის მასწავლებელი და მისი ფოტოსურათები გამოსაშვები კლასის ალბომისათვის


image

10
490
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
490
  
2015, 31 მარტი, 16:52
ვზრუნავ თქვენს განწყობაზე:*
2015, 31 მარტი, 16:48
აუ რა კარგად ვიხალისე ვერ წარრმოიდგენ
2015, 30 მარტი, 11:51
კი, რა თქმა უნდა. დედაჩემია სკოლის დირექტორი და არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ მასწავლებელმა რაღაცნაირად "დაიცვას" თავი... და ბავშვს მაქსიმუმ მანდატურმა გაფრთხილება დაუწეროს... რამდენჯერმე პატრულიც გამოუძახებია სკოლაში, ბავშვს ისეთი რამე ჩაუდენია, მაგრამ ისინიც უმოქმედოდ ტოვებენ ამ ყველაფერს.
2015, 24 მარტი, 23:57
ეგ საქართველოში ხდება, სამწუხაროდ ამ მასწავლებლებიდან ქართველი არცერთი არაა:(
2015, 24 მარტი, 21:35
და მეორე დღეს მშობლები მოვარდებიან ხელმოწერებს შეაგროვებენ პედაგოგის წინააღმდეგ ან დირექტორი გააგდებს.
2015, 15 მარტი, 18:54
მართალი ხარ , მაგრამ სამწუხაროდ ბავშვებიც დამნაშავენი არიან, ერთი, რომ გაუღიმონ მასწავლებლებმა თავზე აჯდებიან და ისეთებს კადრებენ აღარაფრის ხალისი არ აქვს მასწავლებელს ....
2015, 15 მარტი, 17:09
ცოტაა დღეს სულით პედაგოგი
2015, 15 მარტი, 10:39
ესეთები უნდა იყვნენ მასწავლებლები
2015, 12 მარტი, 23:04
კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია ამ მასწავლებელს:D
2015, 12 მარტი, 20:37
ჯასტინ ბიბერი მაგარია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10