ქალი და მამაკაცი მამისგან გაუპატიურებული გოგონას ისტორია 2015, 10 მარტი, 15:49 ჩემი აღსარება - როგორ აუბედურებენ და ამეძავებენ თავიანთ შვილებს ჩვენი მამაკაცები
![]() უკვე 30 წელს გადავცდი. ორი შვილის დედა ვარ, მყავს ქმარი. ვერ ვიტყვი, რომ შეძლებულად ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვშიმშილობთ და ესეც ნუგეშია ჩემთვის. უმცროსი გოგო მყავს და ხშირად ვუფიქრდები – რა მომავალი ექნება, ვის გადაეყრება, გაბედნიერდება თუ... ![]() ![]() როცა მარეხი ამოვიდა, თითქმის ვერ ვიცანი: სახედაწითლებული, თვალებს ნერვულად აცეცებდა. ფეხებზე და იღლიებთან ჩალურჯებები ეტყობოდა და მისი თხელი ხალათიდან აღარ მოჩანდა ტრუსების კონტური. ![]() ყველაფერ ამას ახსნა მეორე დღეს, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოეძებნა, როცა მარეხმა თვითონ მომითხრო თავისი საშინელი ხვედრის ისტორია და დამაფიცა: არავისთან მეთქვა! თურმე ის ნაძირალა შვილთან ცხოვრობდა. პირველად მე-4 კლასში გაუპატიურებია თავისი შვილი, თან აღვირახსნილი, არატრადიციული ფორმით და დააბარა: თუ ვინმეს ეტყვი, შენც მოგკლავ და დედაშენიც მოკვდებაო. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ასეთი სისასტიკე ამ ცხოველს, მაგრამ მარეხის გაუბედურებაში რომ დიდი წვლილი, მიუძღვის ეს ფაქტია. მე უკვე თბილისში ვსწავლობდი, როცა ჯერ თანაკლასელის დედის გარდაცვალების ამბავი გავიგე. 1 წელიწადში მას რომანიც მიჰყვა, ციროზმა მოუღო ბოლო. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მარეხი უკვე თანასოფლელი ბიჭების სქესობრივ სასწავლო ცენტრად გადაიქცა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა აკითხავდა. მალე იქაც არ გააჩერეს, სოფლიდან გამოდევნეს. დაახლოებით ხუთი წლის წინ მარეხის განუმეორებელი სახის ნაკვთები და ჟუჟუნა თვალები ბაზრის მაწანწალაში, თმაგაბურძგნულ და კბილებჩატეხილ ქალში ამოვიცანი. მას დასცინოდნენ, სიგარეტის ნამწვებით უმასპინძლებოდნენ და ვულგარული სიტყვებით სთავაზობდნენ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, სხეულის ნაწილების ჩვენებას და ა.შ. თვალზე ცრემლი მომადგა, რადგან მისი თხელი და ნაზი ცისფერი ხალათი გამახსენდა, რომლის სიყვარულიც ხშირად აცეკვებდა ამ პატარა არსებას. ღმერთმა მაპატიოს და, მისვლა ვერ გავბედე. არა იმიტომ, რომ დამეთაკილა. უბრალოდ ჩემი ნახვით ტკივილი არ გამოვუღვიძო-მეთქი. ![]() იმედი მაქვს, რომ ახლა ის ცოცხალია და მინდა ბოდიში მოვუხადო მას იმისათვის, რომ ცხოვრებამ გაგვყარა, ბოლომდე ვერ ვუმეგობრე და მტკივნეული სული არ მოვუშუშე. მერწმუნე ჩემო მარეხ, ამას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. მინდა იცოდე, რომ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივ უყვარხარ, როგორიც ხარ. მინდა ჩაგეხუტო და ბედნიერება გისურვო ჩემო კარგო. იცოდე: ხალხი ბრბოა და ერთი მასაა, რომელსაც გული არ გააჩნია. შენი თამრიკო მ.... რედაქციისაგან: - სამწუხაროა, რომ ასეთი საზარელი ფაქტების გამოვლენა ძალზე ძნელია, თვითონ მოვლენა ინცესტი კი მატების ტენდენციას განიცდის. და ამ წერილის გმირის მარეხის ისტორიაც თითქმის ბანალურია. ინცესტის პათოლოგიის გამომწვევი გარემოებები სხვადასხვაა, უფრო ხშირად კი მწვავე ალკოჰოლიზმთან ან ფსიქიკურ გადახრასთანაა მჭიდრო კავშირში. მსხვერპლები კი შემთხვევათა 85%-ში განწირულნი არიან მუდმივი სულიერი ტკივილისათვის, ათასგვარი დეპრესიებისათვის, კომპლექსებისათვის და თვით იზოლაციისათვის, თუ დროულად არ მოხდა მათი ფსიქორეაბილიტაცია! წერილის ავტორი სწორად უსვამს კითხვას საზოგადოებას, რომელსაც სისასტიკის ტონიდან თანაგრძნობისაკენ გადახრა მართებს. სანამ არ გვეცოდინება, რომ სხვისი დამცირებით ჩვენი სოციალური სტატუსი და პირადი აღმატება არ მატულობს (უფრო პირიქით!), ჩვენი საზოგადოებაც დაღუპვისთვის იქნება განწირული. მოდით პირში წყალს ნუ დავიგუბებთ, მაგრამ ჯერ დავფიქრდეთ ზემოხსენებულზე, გავაანალიზოთ, გავითავისოთ და შემდეგ ვისაუბროთ. ![]() 1847 2-ს მოსწონს 1-ს არა
|